დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №57 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016314 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №57 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2015; 190020020.35.148.016304) „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 17,053.9 (ჩვიდმეტი მილიონ ორმოცდაცამეტი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 14,783.3 (თოთხმეტი მილიონ შვიდას ოთხმოცდასამი ათას სამასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14,244.6 (თოთხმეტი მილიონ ორას ორმოცდა ოთხი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7,174.1 (შვიდი მილიონ ასამოცდათოთხმეტი ათას ასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,424.1(შვიდი მილიონ ოთხას ოცდაოთხი ათას ასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250.0(ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 4,364.8(ოთხი მილიონ სამას სამოცდა ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 4,405.8 (ოთხი მილიონ ოთხას ხუთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით; ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა- 0(ნული) ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება-4,405.8 (ოთხი მილიონ ოთხას ხუთი ათას რვაასი) ლარის ოდენობით. თ) დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.დ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.დ) ა(ა)იპ თვითმმართველი თემი – გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური( პროგრამული კოდი 03 03 08) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიის მეშვეობით განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტი ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალიწინებს დასუფთავების ღონისძიებებს. კერძოდ, სანიტარული პირობების გაუმჯობესებისათვის 200-250 კუბურ მეტრამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას მუნიციპალიტეტის 14 (თოთხმეტი) სოფლიდან, კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციას; ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზრუნვას გარე განათების ქსელის შეუფერხებელ და გამართულ ფუნქციონირებაზე, არსებული სისტემების მოვლა-შენახვას და ქსელის გაფართოებას; სასმელი წყლის, საკანალიზაციო, შიდა სარწყავი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-ექსპლუატაციას; სასიცოცხლო ფუნქცია შეწყვეტილი მერქნული რესურსის გადაბელვას, გარემოდან ამოღებასა და ახლით ჩანაცვლებას; სპორტული მოედნების, სკვერებისა და გაზონების მწვანე საფარის მოვლა-შენახვას. აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მუნიციპალიტეტების სოფლებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. ი) დადგენილების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: ა.გ) შიდა ქართლის ქართული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 01 03) შიდა ქართლის რეგიონს ბევრი სასახელო მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი აღუზრდია და ახლაც წარმატებით განაგრძობს ამ ტრადიციას, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის მუნიციპალიტეტში არსებულ ქართული ჭიდაობის რეგიონალურ ფედერაციას. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას სურს თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში და ფინანსური თანადგომით გრანტის სახით გამოხატოს მომავალი თაობების ხელშეწყობა. კ) დადგენილების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი18. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები