„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016281
9
15/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
010260020.35.158.016281
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20  ოქტომბრის  №39  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10/2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ  დანართი   №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  იურიდიული  განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) მოქალაქეთა მომსახურებისა  და საქმისწარმოების განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება;

ვ) გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლის  „გ“  ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლს დაემატოს „თ“  ქვეპუნქტი   და  ცვლილება   ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემული მუნიციპალური მოძრავი ქონების  (ინვენტარი, ტექნიკა)  აღრიცხვა   და  კონტროლი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-8  მუხლის  „ვ“  ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„ვ) შიდა ქსელის,  კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, კომპიუტერების   რემონტი  და  ტექნიკური  მომსახურება;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-9 მუხლი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

 მუხლი 9.  გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება

1. გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება  დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და გამგეობასთან;

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების  შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ)  ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის გამოკითხვასა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას ამზადებს წინადადებებს დასახლებულ პუნქტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევეს მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების  ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;

ვ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე  პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის  ფაქტის დადასტურების, აგრეთვე  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ ფაქტობრივ  მდგომარეობათა  ამსახველი  ინფორმაციის გაცემის მიზნით ინფორმაციის მოკვლევას  და შესაბამისი  დოკუმენტის  (აქტი)   შედგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი