ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.158.016287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
15/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
010250000.35.158.016287
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2016 - 21/09/2023)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა  და  ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის,  საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე   მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის  ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი