დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.158.016282 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/02/2016 - 24/02/2016)
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.158.016161) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვისთვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალური სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები