დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 32 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016856 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
232 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. SAM მოდულის აქტივაციისათვის გამოიყენება ისეთი სსა/ტექნიკური საშუალება, რომლის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია: ა) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა; ბ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა; გ) შესაძლებლობა, რომ ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იწყებოდეს ერთიდან, ყველა ფისკალურ ოპერაციაზე იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას; დ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შენახვის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის გაგზავნის განუხორციელებლობის შემთხვევაში; ე) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ტექნიკური საშუალებისა), რომელიც უზრუნველყოფს 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში; ვ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ქაღალდის ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში; ზ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა სსა-ის/ტექნიკური საშუალების გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში; თ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა); ი) ფულადი მრიცხველების (რეგისტრების) თანრიგები არანაკლებ მეასედი სიზუსტით; კ) ნიშანდება (გარდა ტექნიკური საშუალებისა) - სსა-ის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით; ლ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ფისკალურ ან სსა-თან/ტექნიკურ საშუალებასთან დაკავშირებულ მოწყობილობაში არსებულ მეხსიერებაზე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში–ფისკალური მეხსიერება), თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო ,,Z“ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით; მ) ,,SAM მოდულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად SAM მოდულისათვის ინფორმაციის მიწოდების, წაკითხვის და შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის (მიღების/გადაცემის) შესაძლებლობა; ნ) ფისკალური მეხსიერებიდან ფისკალური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობა; ო) SAM მოდულის მეშვეობით ფისკალური ჩეკის დანომვრის და უნიკალური ნიშნით ნიშანდების შესაძლებლობა შტრიხკოდის სახით; პ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ შენახული (ამოსაბეჭდი) ფისკალური ჩეკი არ არის დაშიფრული და ელექტრონულად ხელმოწერილი SAM მოდულის მეშვეობით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - ,,ლ“ ქვეპუნქებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ - ,,პ“ ქვეპუნქებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას - შემოსავლების სამსახური.“. |
2.
233 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ ამ წესის 232 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის მოდელის და მისი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით.“; ბ) მე-9 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სააგენტოს ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი სსა-ის კონკრეტული მოდელის ამ წესის 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ - ,,ლ“ ქვეპუნქებით დადგენილ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობის თაობაზე.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებასთან ერთად წარდგენილი დოკუმეტები არასრულია ან არასრულყოფილია (მათ შორის, დაუსაბუთებელია საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის საკითხი), შემოსავლების სამსახური განცხადების მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს ხარვეზის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან განცხადების წარმდგენი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორებამდე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები