ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016287
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
15/02/2016
ვებგვერდი, 17/02/2016
010250050.35.117.016287
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/02/2016 - 08/12/2017)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული "მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის" პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით დამატებით წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანი
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე ფიზიკური პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების გამარტივება.

მუხლი 4. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი
1. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტად განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ფიზიკურმა პირმა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი წარმომადგენლის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს:
ა) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს;
ბ) სათათბირო ორგანომ საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.