„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.019130
66
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
480040030.10.003.019130
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ნუსხის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის  რესპუბლიკაში,  გვატემალის  რესპუბლიკაში,  ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკაში.“.

2.  ნუსხის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კენიის რესპუბლიკასა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტებულია მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, მოზამბიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ბოტსვანის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“.

3. ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარის 31-ე პუნქტი:

„31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებსა და სენტ-ლუსიაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი