„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016265
07
12/02/2016
ვებგვერდი, 17/02/2016
010250020.35.169.016265
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2016 წლის 12 თებერვალი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014    წლის    24    ივლისის   №31  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/07/2014 წ., 010250020.35.169.016163) დამტკიცებულ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“ .

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის  „დ“ პუნქტი;

3. დებულების მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) გამგეობის სისტემაში ასიგნებების განაწილებებისა და ხარჯების კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის რისკის მართვის ხარისხის შეფასება;“.

4. დებულების მე-4 მუხლის  „ბ“  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი შემოწმების ხასიათიდან და კონკრეტული საქმის მასალების თავისებურებიდან გამომდინარე მოზანშეწონილია შემოწმების ჩატარება შემოწმების ობიექტის  წინასწარ ინფორმირების გარეშე;“

5.  დებულების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა აუდიტის ანგარიში წარუდგინოს გამგებელს და საკრებულოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ პაპიაშვილი