„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019124
60
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
300160070.10.003.019124
„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №60

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2013,  300160070.10.003.017492) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. პირველი მუხლის:

ა)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური − სამსახური, რომელიც  უზრუნველყოფს მეტეოროლოგიურ მომსახურებას კონკრეტულ აეროდრომზე;“;

ბ) „ჰ3“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჰ3) მეტეოროლოგიური სამსახური − სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სამსახური − შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სააერნაოსნო მეტეოროლოგიური ინფორმაციით მომსახურებას;“;

გ)  „ჰ.13“ ქვეპუნქტის „ჰ.13.დ)“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ჰ.21“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ჰ.21) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების ორგანოს, საფრენოსნო-საინფორმაციო ცენტრს ან სმმ-ის შეტყობინებების შეგროვების პუნქტს;“;

ე) „ჰ.36“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

ჰ.36) ხარისხის მართვა – ოპერატიული ხასიათის მეთოდები და მოქმედების სახეობები, რომლებიც გამოიყენება ხარისხის მოთხოვნების (ისო 9000) უზრუნველსაყოფად;“;

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ჰ.42 − ჰ.50“  ქვეპუნქტები:

ჰ.42) აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები − სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული მოკლე ცნობები, მითითებული მეტეოროლოგიური ელემენტების შესახებ აეროდრომზე;

ჰ.43) საავიაციო ფიქსირებული სამსახური – ელექტროკავშირის სამსახური განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის, რომელიც განკუთვნილია სააერნაოსნო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო მიმოსვლის რეგულირების, ეფექტურობისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად;

ჰ.44) საავიაციო მობილური სამსახური (RR S1.32) − კავშირის მობილური სამსახური, საავიაციო და საჰაერო ხომალდის სადგურებს ან საჰაერო ხომალდის სადგურებს შორის, რომელშიც შესაძლებელია, შედიოდეს სამაშველო საშუალებების სადგურები; ამ სამსახურში აგრეთვე შესაძლებელია, შედიოდეს ავარიის ადგილის რადიოშუქურის-ინდიკატორების სადგურები, რომლებიც მუშაობენ სიხშირეებზე და დანიშნულნი არიან უბედურების ან ავარიის შეტყობინების გადასაცემად;

ჰ.45) რაიონული სამეთვალყურეო ცენტრი − პუნქტი, რომელიც განკუთვნილია მის დაქვემდებარებაში მყოფ სამეთვალყურეო რაიონში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად;

ჰ.46) დონე − ზოგადი ტერმინი, რომელიც შეეხება მფრენი სხ-ის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს;

ჰ.47) საექსპლოატაციო დაგეგმვა − ფრენების განხორციელების დაგეგმვა ნებისმიერი ექსპლუატანტის მიერ;

ჰ.48) ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი − სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაზე, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების  სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობასა და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაზე;

ჰ.49) ძებნა-შველის მომსახურების ორგანო − საერთო ტერმინი, რომელიც ნიშნავს სხვადასხვა შემთხვევებისას ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, ძებნა-შველის დამხმარე ცენტრს ან საავარიო შეტყობინების პოსტს;

ჰ.50) სიმაღლის რუკა − მეტეოროლოგიური რუკა  განსაზღვრული სიმაღლის ზედაპირისათვის ან ატმოსფეროს ფენისათვის.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი  და „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საერთაშორისო აერნაოსნობის მომსახურე მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციისადმი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას  უზრუნველყოფს სააგენტო.

შენიშვნა:  საავიაციო მეტეოროლოგიის დარგში მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და მისი მომზადების მოთხოვნები მოცემულია მმო-ის №49 გამოცემაში („ტექნიკური წესები“, პირველი ტომი, „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“, „ვ4“ თავი „კადრების განათლება“) და მმო-ის დოკუმენტში 1083.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის დროს, საექსპლოატაციო მიზნებისათვის ხარისხის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს, კონტროლის რესურსებს ცალკეული შეტყობინებების და/ან ბიულეტენების გადასაცემი გაწერილი გრაფიკების დასაცავად, რომლებიც ექვემდებარება გაცვლას, აგრეთვე მათი გადაცემისათვის წარსადგენ ვადებს. ხარისხის სისტემას უნდა შეეძლოს, გამოავლინოს  პერიოდი მიღებული შეტყობინებებისა და ბიულეტენების განსახილველად.

7. ხარისხის სისტემასთან შესაბამისობის დემონსტრირება უნდა ხორციელდებოდეს ინსპექტირებით. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში,  უნდა განხორციელდეს ქმედებები ნაკლოვანების განსაზღვრისა და აღმოფხვრისათვის. შემოწმების ყველა შედეგს თან უნდა ახლდეს მტკიცებულება და უნდა იყოს დოკუმენტირებული.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. არარეგულარული ფრენებისას მეტეოროლოგიური სამსახურისათვის შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გამგზავრების აეროპორტი და ფრენის სავარაუდო დრო;

ბ) დაფრენის პუნქტი და მიფრენის სავარაუდო დრო;

გ) ფრენის მოცემული მარშრუტი და შუალედურ აეროპორტ(ებ)ზე მიფრენისა და გაფრენის სავარაუდო დრო(ები);

დ) საფრენოსნო გეგმაში  მითითებული  სათადარიგო აეროდრომ(ებ)ი, აღებული შესაბამისი ჩამონათვალიდან, რომელსაც მოიცავს რეგიონალური სააერნაოსნო გეგმა;

ე) კრეისერული ეშელონი;

ვ) ფრენის სახეობა (ვიზუალური ან ინსტრუმენტალური);

ზ) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის გადასაცემი მეტეოროლოგიური ინფორმაციის სახეობა (საფრენოსნო დოკუმენტაცია და/ან ინსტრუქტაჟი ან კონსულტაცია);

თ) ინსტრუქტაჟის, კონსულტაციის და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის მიწოდების დრო.“.

5. მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7.  ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებიდან მისაღები ინფორმაცია და მონაცემები

ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებიდან  მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა მიიღოს შემდეგი ინფორმაცია და მონაცემები:

ა) გლობალური პროგნოზები რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით სიმაღლეებზე, მათ შორის:

ა.ა) სიმაღლეებზე ქარის;    

ა.ბ) ჰაერის ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის;

ა.გ) ფრენის ეშელონების გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის;

ა.დ) ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტროპოპაუზის ტემპერატურის;

ა.ე) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის;

ა.ვ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების;

ა.ზ) შემოყინულობის;

ა.თ) ტურბულენტობის;

ბ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების (SIGWX) გლობალური პროგნოზები ციფრული ფორმით;

გ) რადიოაქტიური ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის შესახებ.

შენიშვნა: ზპმც-ის მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს სხვა ზპმც. რეზერვირების პროცედურები ზპმც-ის მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, განახლების მუდმივ პროცესშია მსოფლიო პროგნოზების ზონალური სისტემის საექსპლოატაციო ჯგუფის (WAFSOPSG) მიერ, აუცილებლობის შემთხვევაში. განახლების უკანასკნელი ვერსია განთავსებულია ICAO WAFSOPSG-ის  ვებგვერდზე.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებში ან სამეთვალყურეო რაიონში, რეგიონალური შეთანხმების საფუძველზე ქმნის ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ან უთანხმდება სხვა სახელმწიფოს ამის შესახებ.“.

7.   მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10.  ინფორმაცია ვულკანური  ფერფლის  შესახებ საკონსულტაციო   ცენტრებიდან  (VAAC)

მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ ვულკანის ამოფრქვევის ან მოსალოდნელი ამოფრქვევის შესახებ ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრებიდან (VAAC) მიიღოს ვულკანური ფერფლის ღრუბლის სიმძლავრისა და სავარაუდო გადაადგილების საკონსულტაციო ინფორმაცია.

შენიშვნა 1. AFTN-ის მისამართი, რომელიც გამოიყენება VAAC-ის მიერ, მითითებულია საერთაშორისო ავიახაზების ვულკანური თვალთვალის (IAVW) (Doc 9766) ცნობარში, რომელიც განთავსებულია ICAO IAVWOPSG-ის ვებგვერდზე.

შენიშვნა 2. ინფორმაცია ვულკანურ ფერფლზე, იკაო-ის მიერ დამტკიცებული ღია ტექსტით, ციფრული მნიშვნელობებითა და შემოკლებებით გამოცემული, რომელიც არ საჭიროებს განმარტებებს,  შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის − „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A2-1 ცხრილის ნიმუშს. იკაო-ის შემოკლებების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება მაქსიმალურად შეკვეცილი ტექსტი ინგლისურ ენაზე.

შენიშვნა 3. ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრების (VAAC) მიერ გრაფიკულ ფორმატში მომზადებული ინფორმაცია ვულკანური ფერფლის შესახებ გამოიცემა გადამტანი ქსელური გრაფიკის (PNG) ან კოდური ფორმის BUFR ორმაგი გაცვლის ფორმატის გამოყენებით.“.

8. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ინფორმაცია  ტროპიკული  ციკლონების  შესახებ საკონსულტაციო  ცენტრებიდან  (TCAC) 

მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს, რომ ტროპიკული ციკლონების საკონსულტაციო ცენტრიდან მიიღოს საკონსულტაციო ინფორმაცია:

ა) ღია ტექსტით ციკლონის ცენტრის მდებარეობის, მისი მიმართულებისა და გადაადგილების სიჩქარის, ცენტრში წნევისა და მიწისპირა მაქსიმალური ქარის შესახებ;

ბ) გაავრცელოს მიღებული ინფორმაცია მისი პასუხისმგებლობის რაიონში მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებისათვის.

შენიშვნა 1. საკონსულტაციო ინფორმაცია ტროპიკული ციკლონების შესახებ გამოიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ საკონსულტაციო შეტყობინების მოქმედების პერიოდში აეროდრომზე მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე 10 წუთში მიაღწევს  17 მ/წმ-ს (34 კვანძი) ან მეტს.

შენიშვნა 2. ინფორმაცია  ტროპიკული ციკლონების შესახებ შეესაბამება  ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის − „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A2-2 ცხრილის ნიმუშს.“.

10. მე-13 მუხლის:

ა)  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აეროდრომზე, რომელსაც აქვს ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია სახელსაწყო წესით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის I, II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლის, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით უნდა აღიჭურვოს ავტომატიზებული საკონტროლო-გამზომი სისტემით, აგრეთვე დისტანციური ინდიკატორებით მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის, ნამის წერტილისა და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. საკონტროლო-გამზომი სისტემა უნდა აწარმოებდეს იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებასა და გავრცელებას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელსაწყოების  რეზერვირების პროცედურა და ადამიანური ფაქტორები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომზე ტარდება დაკვირვებები მიმდინარე ამინდზე და გადაიცემა მასზე მონაცემები. მითითებულ უნდა იქნეს  სულ მცირე ამინდის შემდეგი მოვლენები: წვიმა, ჟინჟღლი, თოვლი და გადაციებული ნალექები (მათ შორის, მათი ინტენსივობაც), ბური, ჯანღი, გადაციებული ნისლი და ჭექა-ქუხილი (მათ შორის, ჭექა-ქუხილი შემოგარენშიც).“.

12. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. დაკვირვების ავტომატური სისტემებიდან მიღებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადაცემა

1.დაკვირვების ავტომატური სისტემებიდან მიღებული შეტყობინებები METAR და SPECI გამოიყენება მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც აეროდრომი არ მუშაობს. ეს შეტყობინებები METAR და SPECI უნდა აღინიშნოს სიტყვით „AUTO“.

 2. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური მომხმარებელთან კონსულტაციისა და პერსონალის შესაძლებლობების შესაბამისად, განსაზღვრავს ავტომატური დაკვირვების სისტემებიდან ადგილობრივი და სპეციალური შეტყობინებების გამოყენება/გავრცელებას აეროდრომის  სამუშაო საათების განმავლობაში.“.

13. 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აეროდრომის  მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ ახალი პროგნოზის გამოშვება ნიშნავს იმას, რომ ადრე გამოშვებული ტიპობრივი პროგნოზები იმავე პერიოდისათვის ან მისი ნაწილისათვის ავტომატურად უქმდება.“.

14. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის პროგნოზს ადგენს, კანონმდებლობის შესაბამისად, სერტიფიცირებული აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური.“.

15. 39-ე  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგნოზებს დაფრენისათვის ადგენს სერტიფიცირებული აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური. ასეთი პროგნოზები განკუთვნილია ადგილობრივი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც აეროდრომიდან 1 საათის საფრენი დროის ფარგლებში იმყოფება.“.

16. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგნოზებს აფრენისათვის ადგენს სერტიფიცირებული აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური, თუ აღნიშნული მოითხოვება მეტეოროლოგიურ  სამსახურსა  და  ექსპლუატანტებს  შორის  შეთანხმების საფუძველზე.“.

17. 41-ე მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაბალ სიმაღლეზე საფრენად განკუთვნილი ზონალური პროგნოზები, რომლებიც AIRMET ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად გამოიყენება, გამოიცემა ყოველ 6 საათში, ამასთან, მოქმედების პერიოდი შეადგენს 6 საათს და გადაეცემა შესაბამის აეროდრომის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს და/ან აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს, არაუგვიანეს 1 საათისა მათი მოქმედების პერიოდის დასაწყისიდან.“.

18. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ვულკანური ფერფლის ღრუბელთან და ტროპიკულ ციკლონებთან დაკავშირებული შეტყობინება SIGMET უნდა ეყრდნობოდეს VAAC-დან  და TCAC-დან მიღებულ საკონსულტაციო ინფორმაციას.“.

19. 45-ე მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური სამსახური ამზადებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, რომლებიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია არახელსაყრელი ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან წრეზე ფრენისას, ანდა ადზ-ის დონიდან 500 მ (1600 ფტ) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ, ან გაქანებისას – აფრენის წინ. იმ შემთხვევებში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი  ტოპოგრაფიული პირობები იწვევს ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე 500 მ (1500 ფუტი) ზღვრულად არ ითვლება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ უნდა განახლდეს არანაკლებ წუთში ერთხელ. შეტყობინება ქარის წანაცვლების შესახებ უნდა გაუქმდეს მას შემდეგ, როდესაც ქარის შემხვედრ/ზურგქარის სიდიდის ცვლილება შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვ.).“.

20. 50-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურის არმქონე აეროდრომის ინფორმაციით უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება სერტიფიცირებული მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

10. ექსპლუატანტებსა და ეკიპაჟის წევრებს მიეწოდებათ მეტეოროლოგიური ინფორმაცია იმ ადგილას და იმ დროს, რომელსაც ექსპლუატანტებთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური. როგორც წესი, უზრუნველყოფილია ის ფრენები, რომლებიც იწყება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ შესაბამის მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის არ არის მიღწეული სხვა სახის შეთანხმება.“.

21. 51-ე მუხლის მე-3 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური გამოთქვამს აზრს მეტეოროლოგიური პირობების ისეთ განვითარებაზე აეროდრომის რაიონში, რომელიც არსებითად განსხვავდება საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული აეროდრომის პროგნოზისაგან, აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ყურადღების გამახვილება აღნიშნულზე. ინსტრუქტაჟის ის ნაწილი, რომელიც სხვადასხვაობას ეხება, იწერება და ექსპლუატანტი ითვალისწინებს ამ ჩანაწერს.

4. ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას, ჩვენებას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, როგორც წესი, ახორციელებს გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური. იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე აეროდრომზე ასეთი მომსახურება არ ხდება, მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება ყველანაირი ზომა, რათა დაკმაყოფილდეს ეკიპაჟის წევრების მოთხოვნები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც ემსახურება მოცემულ აეროდრომს, ახორციელებს (ან, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზებას უკეთებს) განმეორებითი ინსტრუქტაჟის ჩატარებას, კონსულტაციას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, საჭიროების მიხედვით.

5. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებულია ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ინსტრუქტაჟი, კონსულტაცია და/ან გაუფორმდეს დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა ინსტრუქტაჟის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარების შესაძლებლობას, აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებით.“.

22. 52-ე მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აშკარაა, რომ საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია არსებითად იქნება განსხვავებული იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მიწოდებულია ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვისას, ამის შესახებ მაშინვე უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს და უნდა მიეწოდოს მას შეძლებისდაგვარად დაზუსტებული ინფორმაცია, ექსპლუატანტსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე.

3. როდესაც აუცილებელია და შესაძლებელია, საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა განახლდეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქმნება კორექტირების აუცილებლობა უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ აეროდრომის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ლოკალური შეთანხმების საფუძველზე, უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოს საჰაერო ხომალდზე გადასაცემად.

4. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ინფორმაციას, რომელიც მან გადასცა ეკიპაჟის წევრებს, ინახავს დაბეჭდილი ან ელექტრონული ფაილების სახით მისი გამოშვებიდან 30 დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, მოთხოვნის მიხედვით, წარედგინება გამოკვლევებისათვის ან საავიაციო შემთხვევების ტექნიკური გამოძიებისათვის და ამ მიზნით ინახება მათ დამთავრებამდე.“.

23. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო აწვდის საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც განკუთვნილია ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის, აგრეთვე წარადგენს მათ D-VOLMET-ის შეტყობინებებში ან რადიოსამაუწყებლო გადაცემაში VOLMET. მეტეოროლოგიური ინფორმაცია დაგეგმვისათვის, რომელსაც აწარმოებს ექსპლუატანტი, ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ინტერესებიდან გამომდინარე, წარედგინება, მოთხოვნის მიხედვით, სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.“.

24. 55-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. ინფორმაცია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისათვის

1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო სმმ-ის ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე, სმმ-ს აწვდის იმ უკანასკნელ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციების შესასრულებლად.

2. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური თანამშრომლობს სამეთვალყურეო კოშკურასთან ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტთან, მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.

3. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო თანამშრომლობს საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრთან ან რაიონულ სამეთვალყურეო ცენტრთან,  მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.

4. თუ ადგილობრივი პირობების გამო მიზანშეწონილია აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურის ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მოვალეობების დაკისრება ორ ან რამდენიმე აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურზე ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოზე, პასუხისმგებლობის განაწილება უნდა მოხდეს მეტეოროლოგიურ სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე.

5. ავარიულ სიტუაციაში საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად მოკლე დროში.“.

25. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 56. ინფორმაცია ძებნა-შველის სამსახურების ორგანოებისათვის

აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურები ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, აწვდიან ძებნა-შველის სამსახურს მეტეოროლოგიურ ინფორმაციას იმ ფორმით, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით. ამ მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური მუდმივ კავშირშია ძებნა-შველის სამსახურთან მთელი ძებნა-შველის ოპერაციის განმავლობაში.“.

26. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 58 მოთხოვნები კავშირის საშუალებებთან

1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სადგურები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები იმ აეროდრომებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, კერძოდ, აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტები, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტები და საავიაციო ელექტროკავშირის სადგურები, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ აეროდრომს.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლებათ, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები და ძებნა-შველის სამსახურები  საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ფარგლებში.

3. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც შეეძლება ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებიდან აუცილებელი მონაცემების  მიღება/გავრცელება.

4. ელექტროკავშირის საშუალებები აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის და, აუცილებლობის შემთხვევაში, აეროდრომის მეტეოროლოგიურ სადგურებსა და აეროდრომის სამეთვალყურეო პუნქტს ან დაფრენის-სამეთვალყურეო პუნქტს შორის უნდა ითვალისწინებდეს მჭექი კავშირგაბმულობის არსებობას, ამასთან ერთად, კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს 15 წამში.

5. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურები ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ისეთი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

6. ელექტროკავშირის საშუალებებს, რომელთა ფლობა განსაზღვრულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, შესაძლებელია, დაემატოს აუცილებლობის შემთხვევაში სხვა სახის ვიზუალური ან ხმოვანი კავშირი, მაგალითად, სატელევიზიო გადაცემები ჩაკეტილი არხებით ან მონაცემთა დამუშავების ცალკეული სისტემებით.

7. აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურსა და ექსპლუატანტებს შორის ხელშეკრულებით უნდა გატარდეს ქმედებები, რათა დამყარდეს შესაბამისი კავშირი  ექსპლუატანტთან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაღებად აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურებიდან და სხვა წყაროებიდან.

8. მეტეოროლოგიური სამსახური უნდა იქნეს უზრუნველყოფილი აუცილებელი ელექტროკავშირის საშუალებებით, რათა ჰქონდეს ინფორმაციის გაცვლის საშუალება სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებთან.“.

27. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  59.   ფიქსირებული  საავიაციო  კავშირის   საშუალებების გამოყენება და საჯარო ინტერნეტის გამოყენება

ელექტროკავშირის საშუალებად ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის უნდა გამოიყენებოდეს საავიაციო ფიქსირებული სამსახური ან ოპერატიულობის თვალსაზრისით არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის საჯარო ინტერნეტი, მისი გამართულად მუშაობის შემთხვევაში, რეგიონალური ორმხრივი/მრავალმხრივი  სააერნაოსნო შეთანხმების  საფუძველზე.“.

28. 65-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა მიიღოს ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზები, რომლებიც მოიცავს:

ა) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა) 410 (175 ჰპა) და 450 (150 ჰპა);

ბ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;

გ) ტენიანობის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა);

დ) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს, აუცილებლობის შემთხვევაში, და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100 ჰპა) და 600 (70 ჰპა);

ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციასა და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;

ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 60 (800 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა);

ზ) მონაცემებს მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 240 (400 ჰპა), 270 (350 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა) და 450 (150 ჰპა);

თ) მონაცემებს ღრუბელში ფენებისათვის ფრენის ეშელონებისათვის ტურბულენტობის შესახებ 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა);

ი) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ ფრენის ეშელონებისათვის 50 (850 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა) 410 (175 ჰპა), 450 (150 ჰპა) და 530 (100 ჰპა).“;

ბ)  მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა 1“ და „შენიშვნა 2“:

„შენიშვნა 1. ამ მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ფენების სისქე, ცენტრირებული ფრენის ეშელონიდან, შეადგენს 100 ჰპა  ეკვივალენტს.

შენიშვნა 2. ფენის სისქე, ცენტრირებული ფრენის ეშელონიდან, რომელიც მითითებულია ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, შეადგენს 50 ჰპა ეკვივალენტს.“.

29. 67-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

30. 68-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოსტიკური შესაძლებლობები და/ან მათ მიერ ზპმც-ის მონაცემების გამოყენების ხარისხი განისაზღვრება მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ.“.

31. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური, რომელიც იყენებს ზპმც-ის მონაცემებს კოდური ფორმით BUFR, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის ზპმც-ს იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ის მასალაზე დაყრდნობით მომზადებულ SIGWX პროგნოზებში გამოვლინდება ან გადაიცემა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობები, რომლებიც ეხება:

ა) შემოყინულობას, ტურბულენტობას, დაფარულ, ხშირ, მასკირებულ გროვა-საწვიმარ-ღრუბლებს, მტვრის ან ქვიშის ქარიშხალს;

ბ) ვულკანის ამოფრქვევას ან რადიოაქტიური ნივთიერების ატმოსფეროში ავარიულად გაშვებას/გაფრქვევას, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების შესრულებაზე.“.

32. 70-ე და 71-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

33. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 − მე-5 პუნქტები:

„3. მეტეოსამსახური უფლებამოსილია, შეტყობინებები METAR და SPECI, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, გამოსცეს  დამატებით ციფრული ფორმით.  

4. შეტყობინებები METAR და SPECI, თუ ისინი გამოიცემა ციფრული ფორმით, უნდა დაფორმატდეს ინფორმაციის გაცვლის გლობალური ურთიერთთავსებადი მოდელის შესაბამისად, გაფართოებული მარკირების ენის/(XML) და გეოგრაფიული მარკირების ენის (GMAL) გამოყენებით.

5. ციფრული ფორმით გამოცემული შეტყობინებები METAR და SPECI  უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლებით.

შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა ინფორმაციის გაცვლის XML/GML მოდელისა და  პროფილის შესახებ გაწერილია საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელოში DOC10003.“.

34. 74-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლის არარსებობის შემთხვევაში,  ღრუბლების არარსებობა;

გ) ავიაციისთვის მნიშვნელოვანი ამინდის მოვლენების არარსებობა, რომლებიც მითითებულია 81-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში.“.

35. 75-ე  მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თუ გამოიყენება ხმაურის შემცირების პროცედურები PANS-ATM (DOC4444) პ.7.2.7-ის შესაბამისად და მიწისპირა ქარის  (დაქროლვა) საშუალო სიჩქარიდან გადახრა შეიცვალა 2,5 მ/წ (15კვ)-ით ან მეტით, ბოლო შეტყობინებაში მითითებულ მონაცემთან შედარებით, ამასთან ერთად, საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მე-16 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეტყობინება SPECI უნდა გამოიცეს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

ა) ქარის ცვლილება აჭარბებს მნიშვნელოვან საექსპლოატაციო მნიშვნელობებს (ზღვრული სიდიდეები უნდა დგინდებოდეს სააგენტოსა და სმმ-ის შესაბამის ორგანოებთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით), ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომლებიც:

ა.ა) მოითხოვს სამუშაო ადზ-ის შეცვლას;

ა.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენს ძირითად საექსპლოატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ბ) პროგნოზის მიხედვით, ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას, ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ბ.ა) 800, 1500 ან 3000 მ;

ბ.ბ) 5000, იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;

გ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე  უმჯობესდება და მიაღწევს ან აჭარბებს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას − 50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს ან 800   მ-ს ან ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უარესდება და მიაღწევს ერთ-ერთ შემდეგ მნიშვნელობას:  50 მ-ს, 175 მ-ს, 300 მ-ს ან 800 მ-ს;

დ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:

დ.ა) ყინულოვანი ნალექები;

დ.ბ) ყინულოვანი ნისლი;

დ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

დ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

დ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;

დ.ზ) ჭექა-ქუხილი (ნალექით ან უნალექოდ);

დ.თ) ქარტეხილი;

დ.ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი;

ე) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს, ან BKN, ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე:

ე.ა) 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);

ე.ბ) 450 მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესით;

ვ) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:

ვ.ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე ან

ვ.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;

ზ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას, ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30 მ, 60 მ, 150 მ ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი).“.

36. 78-ე მუხლის  მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავტომატური დაკვირვების სისტემების მეშვეობით განისაზღვრება და აისახება მიწისპირა ქარის გასაშუალოებული მნიშვნელობები და მნიშვნელოვანი ცვლილებები თითოეული სენსორიდან. ქარზე დაკვირვების გასაშუალოების პერიოდი შეადგენს:

ა) 2 წუთს – ადგილობრივ და სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე იმ მონიტორებზე, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის ორგანოებში;

ბ)10 წუთს – შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას, გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები და ამ შემთხვევაში, მითითებული დროის 10-წუთიანი ინტერვალი მცირდება. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30 გრადუსით ან მეტით ქარის 5 მ/წმ (10 კვანძი) სიჩქარისას;

გ) ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის,  METAR-ისა და SPECI-სათვის, აგრეთვე სმმ-ის ორგანოებში განთავსებული მონიტორებისათვის, რომლებიც გამოიყენება ქარის საშუალო სიჩქარისა და გადახრის (დაქროლვა) ასახვისათვის, გასაშუალოების პერიოდი ქარის საშუალო სიჩქარის გადახრის გასაზომად უნდა შეადგენდეს 3 წმ-ს.“.

37. მე-80 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უნდა შეფასდეს ადზ-დან დაახლოებით 2,5 მეტრ (7,5 ფუტ) სიმაღლეზე ინსტრუმენტალური სისტემების გამოყენებისას და 5 მეტრის (15 ფუტის) სიმაღლეზე ადზ-დან ვიზუალური დაკვირვებისას.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) METAR-სა და SPECI-ში 10-წუთიანი პერიოდის შეტყობინების შემთხვევაში,  თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ადზ-ზე ხილვადობის მანძილის ცვლილება, რომელიც აღწევს ან აჭარბებს შემდეგ მნიშვნელობებს: 800 მ-ს, 550 მ-ს, 300 მ-სა და 175მ-ს.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12  და მე-13 პუნქტები:

„12. როდესაც ხილვადობის მანძილის ადზ-ზე შესაფასებლად გამოიყენება ინსტრუმენტალური სისტემები, გამოთვლა უნდა წარმოებდეს ყველა არსებული ადზ-ისათვის. ხილვადობის მანძილი ადზ-ზე არ უნდა გამოითვლებოდეს თუ ადზ-ზე არსებული განათების მაქსიმალური ინტენსივობა 3% ან ნაკლებია.

13. თუ ხილვადობის მანძილის ადზ-ზე განსაზღვრა ხდება დამკვირვებლის მიერ, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესახებ მონაცემები უნდა გადაეცეს ადგილობრივ სმმ-ის ორგანოებს იმ შემთხვევებში, თუ ადგილი აქვს ცვლილებებს, რომლებიც ექვემდებარება გადაცემას ათვლის შკალასთან შესაბამისად. ასეთი შეტყობინებები უნდა გადაიცეს, როგორც წესი, დაკვირვების დასრულებისთანავე, 15 წამში.“.

38. 81-ე  მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მიმდინარე ამინდის მოვლენებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში) დაკვირვებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით.“;

ბ)  მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნალექები:

ჟინჟღლი                             DZ

წვიმა                                    RA

თოვლი                                SN

თოვლის ხორხოშელა       SG

ყინულის წვიმა                  PL

სეტყვა                                 GR 

შენიშვნა: სეტყვა GR გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს. მცირე სეტყვა ან ყინულის ხორხოშელა GS გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს. ნალექების გაურკვეველი ტიპი  − UP გადაიცემა მხოლოდ არაიდენტიფიცირებული ნალექების შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება დაკვირვების ავტომატიზებული სისტემები.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ მიმდინარე ამინდი ვერ დაიკვირვება ავტომატური დაკვირვების სისტემით, მისი დროებითი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში,  აგრეთვე METAR-სა და SPECI-ში მიმდინარე ამინდის მოვლენები უნდა  შეიცვალოს „//“-ით.“.

39. 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებსა და METAR-სა და SPECI-ში:

ა) თუ ღრუბლის ტიპის დადგენა შეუძლებელია ავტომატური დაკვირვების სისტემის მეშვეობით, ღრუბლის ტიპი ყველა ღრუბლის ჯგუფში უნდა შეიცვალოს „///“-ით;

ბ)  თუ დაკვირვების ავტომატური სისტემა არ აფიქსირებს ღრუბლებს, გამოიყენება შემოკლება „NCD“; 

გ) თუ დაკვირვების ავტომატური სისტემის მიერ ხდება გროვა-საწვიმარი ან მაღალი გროვა ღრუბლის (კოშკისმაგვარი) დაფიქსირება, ხოლო ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, ღრუბლის რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე უნდა გადაიცეს „///“-ით;

დ) თუ ცის თაღი დაფარულია და დაკვირვების ავტომატური სისტემის მეშვეობით ვერტიკალური ხილვადობის დადგენა შეუძლებელია სისტემის/ხელსაწყოს დროებითი მწყობრიდან გამოსვლის გამო, ვერტიკალური ხილვადობის სიდიდე შეიცვლება „///“-ით.“.

40. 85-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: 

„შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოცემულია SPECI, მეტეოროლოგიურ სამსახურს ექსპლუატანტებთან კონსულტაციის შედეგად შეუძლია, არ მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო შეტყობინებაში დაფიქსირებულ ამინდის მოვლენებთან დაკავშირებით.“;

ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. METAR-სა და SPECI-ში დამატებითი ინფორმაციის სახით ჩართული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით:

ა) ინფორმაცია ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა და ზღვის მდგომარეობის ან  მნიშვნელოვანი ტალღების სიმაღლის შესახებ ღია ზღვის ნაგებობებზე არსებული საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურებიდან შვეულმფრენების ფრენების განხორციელების უზრუნველსაყოფად;

ბ) ადზ-ის მდგომარეობის შესახებ ცნობები, მიწოდებული აეროპორტის ოპერატორის მიერ.

შენიშვნა: ადზ-ის მდგომარეობა განსაზღვრულია მმო-ის №306 გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, ტომი I.1, ნაწილი A – „ანბანურ-ციფრული კოდები“, კოდური ცხრილები: 0366, 0519, 0919 და 1079.“.

41. 91-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ ვულკანური მოქმედების შესახებ მიღებული შეტყობინების შევსებული ფორმა დაუყოვნებლივ გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე, რომელშიც დაფიქსირდა ვულკანური მოქმედება.“.

42. 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 92. TAF-ის ფორმატი

1. პროგნოზები TAF გამოიცემა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის −  „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-1 ცხრილის ნიმუშის მიხედვით, ვრცელდება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ გაწერილი კოდური ფორმით TAF.

შენიშვნა:  კოდური ფორმა TAF მოცემულია მმო-ის 306-ე გამოცემაში „სახელმძღვანელო კოდების შესახებ“, პირველი ტომი, ნაწილი A − „ანბანურ-ციფრული კოდები“.

2. მეტეოსამსახური უფლებამოსილია,  პროგნოზი TAF,  ამ მუხლის პირველ  პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, გამოსცეს  დამატებით ციფრული ფორმით. 

3. თუ პროგნოზი TAF  გამოიცემა ციფრული ფორმით,  ის უნდა დაფორმატდეს ინფორმაციის გაცვლის გლობალური ურთიერთთავსებადი მოდელის შესაბამისად, გაფართოებული მარკირების ენის/(XML) და გეოგრაფიული მარკირების ენის (GMAL) გამოყენებით.

4. ციფრული ფორმით გამოცემული  პროგნოზი TAF  უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლებით.

შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა ინფორმაციის გაცვლის XML/GML მოდელისა და პროფილის შესახებ გაწერილია საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელოში (DOC10003 ).“.

43. 93-ე მუხლის მე-6 პუნქტში:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადაციებული ნისლი;

ბ) გადაციებული ნალექები, ზომიერი ან ძლიერი;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ ) ნალექები (მათ შორის, თქეში).“.

44. 93-ე მუხლის მე-7 პუნქტში:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) შეიცვლება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით საშუალო სიჩქარისას 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტ ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;“;

ბ) ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“, „ვ.ბ“ და „ვ.ზ“ ქვეპუნქტები.

45. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. თუ დაბალ სიმაღლეებზე ფრენის პროგნოზებისათვის გამოიყენება რუკები, პროგნოზები SIGWX მოვლენების შესახებ გამოიცემა დაბალ სიმაღლეებზე ფრენის ეშელონებისათვის 100 (ან 150 მთიან რეგიონში, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, უფრო მაღალი ეშელონებისთვისაც) SIGWX პროგნოზის სახით.

6. დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის ზონალური პროგნოზების გაცვლა, AIRMET-ის გამოსაცემად უნდა ხორციელდებოდეს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს და/ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის საფრენოსნო დოკუმენტაციის გამოცემაზე შესაბამის საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში.“.

46. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები :

„8. მეტეოსამსახური უფლებამოსილია,  ინფორმაცია SIGMET ამ მუხლის პირველ  პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, გამოსცეს  დამატებით ციფრული ფორმით. 

9. თუ ინფორმაცია SIGMET გამოიცემა ციფრული ფორმით,  ის უნდა დაფორმატდეს ინფორმაციის გაცვლის გლობალური ურთიერთთავსებადი მოდელის შესაბამისად, გაფართოებული მარკირების ენის/(XML) და გეოგრაფიული მარკირების ენის (GMAL) გამოყენებით.

10. ციფრული ფორმით გამოცემული  ინფორმაცია SIGMET უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლებით.

შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა ინფორმაციის გაცვლის XML/GML მოდელისა და პროფილის შესახებ გაწერილია საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელოში (DOC10003 ).“.

47. 99-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შეტყობინება AIRMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს, მეზობელი საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს,  მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის შეთანხმების შესაბამისად.“.

48. მე-100 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კრიტერიუმები აეროდრომზე გაფრთხილების გამოსაცემად დგინდება აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურსა და იმ მხარეს შორის შეთანხმების  საფუძველზე, რომელიც სარგებლობს ამ გაფრთხილებით.“.

49.  113-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები უზრუნველყოფილნი არიან ადგილობრივი, რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, პროგნოზებით TAF და „ტრენდის“ ტიპის პროგნოზებით, ინფორმაციით SIGMET და AIRMET, სიმაღლეებზე ქარისა და ტემპერატურის პროგნოზებით და მათი კორექტივებით იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი გამოიცემა და ეგზავნებათ სხვა  აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ან მიღებულია მათგან.“.

50. 114-ე მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე, აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ყველა ღონეს მიმართავს დეტალური მონაცემების მისაღებად იმ საფრენოსნო დოკუმენტაციაზე, რომელიც მიეწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, მათ შორის, პროგნოზების კორექტივები, რომლებიც გადაეცა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდის ბორტს.

3. ძებნა-შველის ოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, მოთხოვნის საფუძველზე, წარადგენს:

ა) სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ძებნის ზონაში და

ბ) ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, მათ შორის, იმ ფრენის მარშრუტებზე, რომლებსაც ასრულებენ სამაშველო საჰაერო ხომალდები იმ აეროდრომიდან მოშორებით, საიდანაც მიმდინარეობს ძებნა.

4. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნით აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური ან მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უზრუნველყოფს აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით წყალზედა ხომალდებს, რომლებიც აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციებს.“.

51. 117-ე მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7  და მე-8 პუნქტები:

„7. თუ მაღალ სიმაღლეებზე მონაცემების გამოყენება რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით ხელმისაწვდომია სმმ-ის ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს სმმ-სა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს შორის შეთანხმებით.

8. თუ მაღალ სიმაღლეებზე მონაცემების გამოყენება რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით ხელმისაწვდომია ექსპლუატანტებისათვის ფრენების დასაგეგმად ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს ექსპლუატანტებსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურს შორის შეთანხმებით.“.

52. 119-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 − მე-8 პუნქტები:

„4. აეროდრომები, რომელთა  METAR და SPECI განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.

5. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, რომლის SIGMET და AIRMET განკუთვნილია ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდზე გადასაცემად, განისაზღვრება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით.

6. უახლესი METAR, TAF, SPECI, მოქმედი SIGMET და AIRMET უნდა გადაიცემოდეს ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდებისათვის.

7. D-VOLMET-ში ჩართული TAF, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა კორექტირდებოდეს, რათა კავშირის ხაზით „მაღლა“ საჰაერო ხომალდზე გადასაცემ ყოველ პროგნოზში ასახულ იქნეს აეროდრომის მეტეოროლოგიური  ბოლო ვერსია.

8. თუ საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის არ არის მოქმედი SIGMET, D-VOLMET-ში უნდა მიეთითოს NIL SIGMET.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი