დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020804 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №99
2016 წლის 1თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიუძრავი ქონების „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში არანაკლებ 40 (ორმოცი) ნომრიანი სასტუმროს შექმნა და აღჭურვა;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში ამავე პუნქტით გათვალისწინებულ სასტუმროში 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.“.
2. შპს „ თემა ჯგუფმა“ (ს/კ: 405070881)(„სააქციო კომპანიის დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობა საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უფლებამონაცვლე“) მასზე „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობისათვის საქართველოში“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №299 განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების, ასევე მათი დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები