„ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019126
62
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
300160070.10.003.019126
„ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №62

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის - „მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №756 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 300160070.10.003.018376) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის:  

  1. მე-5 მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას ჯართში რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ შემთხვევაში, თუ ჯართის მიმღებ პუნქტზე ჯართის ჩაბარებისას  ჯართის მიმღებ პირს გაუჩნდა ეჭვი რადიოაქტიური ნივთიერების არსებობაზე, ვალდებულია, უზრუნველყოს საეჭვო საგნის (საგნების) იზოლირება, შეზღუდოს პერსონალისა და უცხო პირთა წვდომა და შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და  სააგენტოს.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეტალის გადამამუშავებელი პირი ვალდებულია, შეამოწმოს ჯართში რადიოაქტიურობის არსებობა ჯართის გადამუშავების პროცედურის დაწყებამდე. მეტალის ჯართის პარტიის ფორმირებისას, ასევე მეტალის გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური დაბინძურების  ან ჯართში რადიოაქტიური წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში, ექსპორტიორი, ჯართის მიმღები, მეტალის გადამამუშავებელი ან მეტალის ჯართის რადიაციული შემოწმების განმახორციელებელი პირი ვალდებულნი არიან,  უზრუნველყონ უსაფრთხო პერიმეტრი გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრის მიხედვით, არაუმეტეს 0.1 მზვ/სთ მნიშვნელობით, ამ პერიმეტრიდან პერსონალის და სხვა პირების მოცილება არანაკლებ 50 მეტრის მანძილით და შეატყობინონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – 112-ს ან/და სააგენტოს.“.

4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო ახორციელებს პირველად რადიოლოგიურ შეფასებას, კოორდინაციას უწევს ადგილზე სახელმწიფო უწყებების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების მოქმედებებს, ზედამხედველობას უწევს მეტალის ჯართიდან რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ფრაგმენტების ან/და ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური წყაროების გამოცალკევებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ უსაფრთხო განთავსებას შესაბამის კონტეინერში.“.

5. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ჯართში აღმოჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ადამიანების, ტექნიკური მოწყობილობებისა და საგნების დეკონტამინაციას. ასევე, სააგენტოსთან თანამშრომლობით მონაწილეობს დაბინძურებული ჯართის ფრაგმენტების ან/და რადიოაქტიური წყაროების გადაზიდვაში  უსაფრთხო განთავსების ადგილამდე, საჭიროების მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი