„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.019127
63
11/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
140080000.10.003.019127
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №63

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:

1. მე-8 მუხლის:  

ა) „ე1“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მისი და მისი ოჯახის წევრთა მიმართ  ამ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების უშუალოდ განმახორციელებელ მოსამსახურეებს;“;

 ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის თანამშრომლებს, განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომით სამსახურისთვის მიყენებული ზიანის (ზარალის) ანაზღაურების წესს.“.

2. მე-15  მუხლის „გ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მათი ოჯახების წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების  უსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში;

გ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამსახურის სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

დ) 2013 წლის 17 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის  წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);

ე) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე,  ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);

ვ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით) დაცვით უზრუნველყოფა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ ერთ თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);

 ზ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;

თ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა;

ი) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

კ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“;

ბ) „21“  პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

 „დ) ოპერატიული ინფორმაციის ან/და სხვა ობიექტური წინაპირობების საფუძველზე, დასაცავი პირების დროებითი სამყოფელის დაცვითი ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი