დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 19/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016091 |
|
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ" სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების“ 51-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. აირტურბინულ მრავალძრავიანი, 5700 კგ ან ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის თვითმფრინავები, რომლებსაც აქვთ 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილი და რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1998 წლის 1 აპრილიდან, უნდა აღიჭურვოს FDR-ით.". 2. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,23. აირტურბინულ მრავალძრავიანი, 5700 კგ ან ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის თვითმფრინავები, რომლებსაც აქვთ 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილი და რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 1990 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით. ". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები