დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.148.016317 |
|
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “ მე- 20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2015; 210020010.35.148.016251) ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების მომსახურების 3 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. მოსახლეობისაგან მოსაკრებლის ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებს ყოველკვარტალურად განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. მოსაკრებლის გადამხდელი მოსახლე ფიზიკური პირი ვალდებულია მის მიმართ წარმოშობილი დავალიანება დაფაროს კალენდარული წლის 20 დეკემბრამდე.“ ბ) დადგენილების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილების №1დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი; გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია მხარეთა შეთანხმებით გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო SMS შეტყობინებით. 4. მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების ვადებია: ა) ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან, 20 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით; ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება კვარტალურად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. გ) დავალიანების ნებაყოფლობითი გადახდევინების მიწერილობის უგულებელყოფისას, კალენდარული წლის 20 დეკემბრისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების შემთხვევაში, საქმე წარედგინება სასამართლოს გადახდევინების საკითხის განსახილველად. 5. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი №3 დანართით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები