დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 08/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის
ბრძანება № 2/24
2016 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.
2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| N | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდება - რეობა | სახეობა | თარიღი |
|
|
|
ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი (ყოფილი მეტალურგთა კულტურის სასახლე) |
ჭიათურის მუნიციპალიტე -ტი, ქ. ჭიათურა, თხელიძის ქუჩა №5. |
არქიტექტურის |
XX საუკუნე (1967 წ.) |
|
|
|
მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი |
საჩხერის მუნიციპალიტე -ტი, სოფ. არგვეთი |
მემორიალური |
XX ს. (1974 წ.) |
|
|
|
მეჩეთი |
ადიგენის მუნიციპალიტე -ტი, სოფ. ადიგენი |
არქიტექტურის |
1885-86 წწ. |
|
|
|
მეჩეთი |
ადიგენის მუნიციპალიტე -ტი, სოფ. ფლატე. |
არქიტექტურის |
1927 წ. |
უკან დაბრუნება 



დოკუმენტის კომენტარები