„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016182
4
09/02/2016
ვებგვერდი, 15/02/2016
010260020.35.168.016182
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 9 თებერვალი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის    დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილების დანართში  (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010260020.35.168.016118) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება;

ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის  განყოფილება;

გ) ინფრასტრუქტურის განყოფილება.“.

2. დაემატოს  51-ე მუხლი და მისი შინაარსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,, მუხლი 51.  სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები

   სამსახურის  ინფრასტრუქტურის განყოფილება  დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვასა და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი  განხორციელების კოორდინაციას, შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებასა და ექსპლოატაციას;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

დ) წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფას;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი