დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.168.016181 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №18 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 24/07/14, 010250020.35.168.016115) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
მე - 11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება. ბ) საფინანსო საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ბ.ა) საფინანსო-საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება; ბ.ბ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება; ბ.გ) შესყიდვების განყოფილება. გ) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: გ.ა) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; გ.ბ) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება; გ.გ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; დ) იურიდიული სამსახური; ე) შიდა აუდიტის სამსახური; ვ) ზედამხედველობის სამსახური; ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური; თ) განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები