„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-8/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016377
01-8/ნ
11/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
470230000.22.035.016377
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-8/ნ

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge; 06/02/2014; 470230000.22.035.016238) პირველი მუხლის 49-ე პუნქტით დამტკიცებულ №49 დანართში („ბავშვთა გასტროენტეროლოგია“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ბავშვთა გასტროენტეროლოგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები:

ა) ობიექტური გასინჯვა. მუცლის ზერელე, ღრმა, ბიმანუალური პალპაცია, ვისცერული ორგანოების ზომების დადგენა, ქოლეპათიის და პანკრეატოპათიის ნიშნების გამოწვევა;

ბ) თითით რექტალური გასინჯვა;

გ) კუჭის ზონდირება (ნაზოგასტრალური, ოროგასტრალური), დუოდენური ზონდირება;

დ) დეჰიდრატაციის ხარისხის შეფასება, ორალური რეჰიდრატაცია, ინფუზური თერაპია;

ე) პარენტერული კვება;

ვ) ანთროპომეტრული მონაცემების აღება და ბავშვის ზრდის და კვებითი სტატუსის შეფასება (სიმაღლე, წონა, სხეულის მასის ინდექსი). პერცენტილური ცხრილების გამოყენება;

ზ) გადაუდებელი დახმარება, პირველადი რეანიმაცია.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ბავშვთა გასტროენტეროლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

პროფესიული მზადების I წელი

მოდ.  №

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

1.1.

განვითარების და ქცევის პედიატრია

3 თვე

1.2.

მოზარდთა მედიცინა

2 თვე

1.3.

ამბულატორიული  და პრევენციული პედიატრია

6 თვე

პროფესიული მზადების II წელი

მოდ.№

მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

2.1.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ანატომია, ფიზიოლოგია,  დაზიანების სემიოტიკა

2 თვე

2.2.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ორგანული პათოლოგია

3 თვე

2.3.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ფუნქციური დარღვევები

3 თვე

2.4.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ქირურგიული პათოლოგია

3 თვე

პროფესიული მზადების III წელი

მოდ.№

                     მოდულის დასახელება

ხანგრძლივობა

3.1.

გასტროენტეროლოგიური დაავადებების   დიაგნოსტიკა

4 თვე

3.2.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ინფექციური დაავადებები და ჰელმინთოზები

2 თვე

3.3.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე თანდაყოლილი დაავადებები და მეტაბოლური დარღვევები. კვების დარღვევები

3 თვე

3.4.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის დაზიანება სხვა სისტემების დაავადებების დროს (ალერგიული გასტროენტეროპათია, აუტოიმუნური, ენდოკრინული, სისხლის დაავადებები)

2 თვე

                                                                                                                             .“.

3. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15.

პროფესიული მზადების III წლის მოდულებია:

3.1

გასტროენტეროლოგიური დაავადებების  დიაგნოსტიკა

4 თვე

 

3.2.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ინფექციური დაავადებები და ჰელმინთოზები

2 თვე

3.3.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით მიმდინარე თანდაყოლილი დაავადებები და მეტაბოლური დარღვევები. კვების დარღვევები.

3 თვე

 

3.4.

გასტროენტეროლოგიური ტრაქტის დაზიანება სხვა სისტემების დაავადებების დროს (ალერგიული გასტროენტეროპათია, აუტოიმუნური, ენდოკრინული, სისხლის დაავადებები)

2 თვე

 

მუხლი 16.

1. მოდული 3.1 - მოდულის დასახელება, ხანგრძლივობა: გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა.  ხანგრძლივობა: 4 თვე.

2. მოდულის მიზანია შეასწავლოს რეზიდენტს გასტროენტეროლოგიური ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდები, ლაბორატორიული ტესტების და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, დაეხმაროს მას გამოიმუშაოს პრაქტიკული ჩვევები ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის დამოუკიდებლად ჩასატარებლად.

3. მოდულის ამოცანაა რეზიდენტმა შეისწავლოს:

 ა)  შემდეგი ლაბორატორიული კვლევების ჩატარების  ჩვენება და შედეგების ინტერპრეტაცია:

ა.ა) პერიფერიული სისხლის ანალიზი;

ა.ბ) შარდის კლინიკური ანალიზი;

ა.გ) კოპროლოგიური კვლევა;

ა.დ) განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე;

ა.ე) ბიოქიმიური ტესტები:  ბილირუბინი და მისი ფრაქციები, ენზიმები (ასტ, ალტ, გგტ, ტუტე ფოსფატაზა და სხვა), პანკრეასის ფერმენტები (ამილაზა, ლიპაზა), ცილა და ცილის ფრაქციები, ქოლესტერინი, ლიპიდური ცვლა;

ა.ვ) ანთების მარკერები (C-რეაქტიული ცილა);

ა.ზ) ჰეპატიტის მარკერები;

ა.თ) ბაქტერიოლოგიური კვლევა;

ა.ი) Helicobacter pylori -ს დეტექცია;

ა.კ) კოაგულოგრამა;

ა.ლ) ელექტროლიტური ბალანსი;

ა.მ) სეროლოგიური კვლევა;

ა.ნ) ფუნქციური (დატვირთვის) ტესტები: ურეაზული სუნთქვის ტესტი, წყალბადის ტესტი,  შილინგის ტესტი, ბრომსულფალეინის ტესტი, სეკრეტინის ტესტი, D-ქსილოზის ტესტი, ოფლის (პილოკარპინის) ტესტი.

ბ) გასტროენტეროლოგიური ტრაქტის შემდეგი რენტგენოლოგიური კვლევის ჩვენებები, უკუჩვენებები და შედეგების ინტერპრეტაცია:

ბ.ა) მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევა;

ბ.ბ) კუჭ-ნაწლავის ზედა სეგმენტის რენტგენოკონტრასტული კვლევა;

ბ.გ) კუჭ-ნაწლავის ქვედა  სეგმენტის რენტგენოკონტრასტული კვლევა (ირიგოსკოპია/გრაფია);

ბ.დ) კონტრასტული ქოლეცისტოგრაფია;

ბ.ე) პერკუტანული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია;

ბ.ვ) რადიოიზოტოპური სკანირება;

ბ.ზ) კომპიუტერული ტომოგრაფია;

ბ.თ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

გ) გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდები და შესაძლებლობები, ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩვენებები და უკუჩვენებები, გასტროენტეროლოგიური პათოლოგიის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;

დ) გასტროენტეროლოგიური ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და შემდეგი ენდოსკოპიური კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია:

დ.ა) ეზოფაგოგასტროფიბროდუოდენოსკოპია;

დ.ბ) რბილი სიგმოიდოსკოპია;

დ.გ) კოლონოსკოპია;

დ.დ) რეტროგრადული ქოლანგიპანკრეატოგრაფია;

დ.ე) PH-მეტრია;

დ.ვ) მანომეტრია.

ე) ბიოფსიური და ოპერაციული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა; გენეტიკური და ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებების დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული, იმუნოფლუორესცენტული, იმუნობლოტინგის მეთოდებით.

4. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა:        

                      

პროფესიული უნარ-ჩვევები

შესასრულებელი მანიპულაციების რაოდენობა

დავალება

 

ლაბორატორიული კვლევის დაგეგმვა, მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია

 

პერიფერიული სისხლის ანალიზი - 10

შარდის ანალიზი  - 10

განავლის მიკროსკოპული კვლევა - 10

განავალი ფარულ სისხლდენაზე - 10

მოდულის შეფასება ხდება მოდულზე პასუხისმგებელი პირის მიერ  ზეპირი გასაუბრების გზით

რადიოლოგიური კვლევის ჩვენებები, უკუჩვენებები. მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია

მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევა - 10

პეპტიური წყლულის რენტგენოლოგიური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

კუჭ-ნაწლავის ზედა სეგმენტის რენტგენოკონტრასტული კვლევა ბარიუმით - 10

მაღალი ნაწლაური გაუვალობის რენტგენოლოგიური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

პილოროსტენოზის რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა - 5

დაბალი ნაწლაური გაუვალობის რენტგენოლოგიური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

ირიგოსკოპია - 5

ირიგოგრაფია - 5

აგანგლიური მეგაკოლონის რენტგენოლოგიური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

კონტრასტული ქოლეცისტოგრაფია - 5

ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩვენებები, უკუჩვენებები, მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია

მუცლის ღრუს ორგანოების  ექოსკოპია - 15

ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების პათოლოგიის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა

სანაღვლე გზების ატრეზიის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა - 2

პანკრეასის პათოლოგიის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა

ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა - 15

ღვიძლის პათოლოგიის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა

ღვიძლის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა - 15

აპენდიციტის ულტრასონოგრაფიული ნიშნები

აპენდიციტის ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა - 15

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განვითარების ანომალიები

საყლაპავის სტენოზის, ატრეზიის ხალაზიის, ახალაზიის, დუოდენური მემბრანის, ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის (აგენეზია, აპლაზია, ატრეზია, სტრიქტურა, კისტა) და პანკრეასის (აგენეზია, აპლაზია, რგოლისებური პანკრეასი, კისტა) სტრუქტურული ანომალიების  რადიოლოგიური და ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა - 10

ენდოსკოპიური კვლევის ჩვენებები, უკუჩვენებები, გართულებები. მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია

უცხო სხეულის ექსტრაქცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - 2

გასტრიტის, დუოდენიტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა

 ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - 15

პეპტიური წყლულის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა

რექტორომანოსკოპია - 2

ნაწლავის ანთებითი დაავადებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა

კოლონოსკოპია - 5

ვარიკოზის, პოლიპოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

რექტალური გასინჯვა - 5

გასტროენტეროლოგიური დაავადებების ჰისტომორფოლოგიური კრიტერიუმები

ბიოფსიური მასალის აღება კუჭიდან, თორმეტგოჯა ნაწლავიდან, მსხვილი და სწორი ნაწლავიდან - 5

გენეტიკური და მეტაბოლური ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკური მეთოდები

გენეტიკური და მეტაბოლური ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების დიაგნოსტიკა - 10

.“.

4. მე-17, მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო