საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020799
  • Word
178
04/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
000000000.00.003.020799
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №178

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტის მოწონების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი − 35 03 03 06) „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალების (რეკომბინანტული, აქტივირებული, კოაგულაციური  VII ფაქტორი (rFVIIa) − „NovoSeven®“ − 33 მგ) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი