დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნ. კერესელიძის, ა. ბარამიძის და ვ. კვარაცხელიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 172 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020793 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №172
2016 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
ნ. კერესელიძის, ა. ბარამიძის და ვ. კვარაცხელიას საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები