დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სეზონური და ფრინველის გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − „ოსელტამივირის“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020779 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №125
2016 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სეზონური და ფრინველის გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისათვის საჭირო ანტივირუსული მედიკამენტის − „ოსელტამივირის“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში (პროგრამული კოდი – 35 03 03 09) 2 000 (ორი ათასი) კოლოფი „ოსელტამივირის“ შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები