სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020774
  • Word
120
02/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
000000000.00.003.020774
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 120

2016 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისადა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 იანვრის №5/2188 გადაწყვეტილება ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქ. №107-ში მდებარე 6248 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული ობიექტი №1-ის (მემორიალი), ობიექტი №2-ის (შადრევანი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.583) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ . კვირიკაშვილი