შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020770
  • Word
116
01/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
000000000.00.003.020770
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №116

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ (ს/ნ: 204522436)  გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხოსპიოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 200 000 (ორასი ათასი) მ3-მდე საშენი მასალა (ღორღი) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

373666

4581271

2

373692

4581268

3

373710

4581262

4

373734

4581264

5

373750

4581255

6

373769

4581237

7

373786

4581182

8

373793

4581170

9

373793

4581164

10

373770

4581140

11

373770

4581137

12

373783

4581136

13

373787

4581116

14

373772

4581117

15

373773

4581111

16

373771

4581091

17

373767

4581080

18

373761

4581072

19

373747

4581034

20

373718

4580996

21

373647

4580998

22

373665

4581123

23

373662

4581124

24

373666

4581142

25

373670

4581159

26

373668

4581228

27

373671

4581228

S = 2.78 ჰა

WGS 1984.

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა,  ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი