დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - „EPTIS Servicios de Ingenieria“-ს და „TEMELSU International Engineering Services“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020766 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 112
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - „EPTIS Servicios de Ingenieria“-ს და „TEMELSU International Engineering Services“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს - „EPTISA Servicios de Ingenieria“-ს და „TEMELSU International Engineering Services“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი („საკონსულტაციო მომსახურება შედეგებზე და შესრულებაზე დაფუძნებული გზების კონტრაქტების მონიტორინგის კონსულტანტისთვის, კახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები