დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)) დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით 4,410,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020762 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №108
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისათვის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II)) დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით 4,410,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელით დადოს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (II) სასესხო ხელშეკრულება 4,410,000,000.00 იაპონური იენის ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ.
2. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სესხის თანხების ათვისებასთან დაკავშირებული საბანკო ურთიერთობების (ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული პირობები და ტარიფები) დარეგულირების მიზნით, „The Bank of Tokyo-Mitsubishi UFG, Ltd.“-სთან (ტოკიო-მიცუბიში ბანკი) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს თანამონაწილეობა-თანადაფინანსების ნაწილში, გაითვალისწინოს ტოკიო-მიცუბიში ბანკის მიერ სესხის თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებული ტოკიო-მიცუბიში ბანკის საკომისიო ხარჯები.
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ შესაბამის შესყიდვებზე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შესყიდვების პროცედურების გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის თანხმობის მისაღებად წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები