დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020759 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №105
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკიდან (IBRD) სესხის მიღების შესახებ, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:
| სესხის ხანგრძლივობა: |
| 24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 15 წელი); |
| საპროცენტო განაკვეთის ტიპი: |
| Libor-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი (Libor+Variable Spread); |
| სესხის ვალუტა: |
| აშშ დოლარი; |
| ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო: |
| 0,25% სესხის მთლიან თანხაზე; |
| სესხის ვალდებულების გადასახადი (Commitment fee): |
| 0.25% ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას;
|
| კონვერსიის შესაძლებლობა: |
| გათვალისწინებულ იქნეს სასესხო ხელშეკრულებაში. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები