სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოცნება-2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოცნება-2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020756
  • Word
102
01/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
000000000.00.003.020756
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოცნება-2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №102

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოცნება-2015“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 648 650 (ექვსას ორმოცდარვა ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარად (რომელიც მოიცავს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩასარიცხ აღსრულების საფასურს), საკუთრებაში გადაეცეს ერთობლივი საქმიანობის - ბინათმშენებლობის  ამხანაგობა „ოცნება-2015“-ს. 

2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო საფასურის -  648 650 (ექვსას ორმოცდარვა ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  6  (ექვსი) თვის ვადაში არანაკლებ 324 325 (სამას ოცდაოთხი ათას სამას ოცდახუთი)  ლარის გადახდა;

ა.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია და კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი სახლის/კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში, მასში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებზე, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოვლენილი შპს „ბათუმის ღვინის კომპანიის“ (ს/კ: 245572562) კრედიტორებისათვის საკუთრების უფლების გადაცემა (მათთან გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისად);

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების გამოვლენის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, 3 (სამი) წლის მანძილზე, ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში მოქმედ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ასევე ერთჯერადად ადგილობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, ამ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და  შპს „ბათუმის ღვინის კომპანიის“ მიმართ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების თაობაზე, კრედიტორთა მიერ ინფორმაციის წერილობით წარდგენაზე შესაბამისი მოთხოვნის გამოქვეყნება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების   ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                გ. კვირიკაშვილი