დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილის შპს „ლჯ და კო-ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020755 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №101
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ 95%-იანი წილის შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ (ს/კ: №212691354) 95%-იანი წილი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრს“ (ს/კ: №421271634).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ბ.ა) შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ საკუთრებაში არსებულ ქალაქ ქუთაისში, პეტრე ჩხობაძის №20-ში მდებარე 11876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.23.310), ინფექციური პროფილის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ამბულატორიულ-სტაციონარული ტიპის არანაკლებ 68 (სამოცდარვა) საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულების შექმნის მიზნით, არანაკლებ 2700 კვ.მ ფართობის მქონე შენობა-ნაგებო(ებ)ბის მშენებლობა, აღჭურვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება. ამასთან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულება უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლება):
ბ.ა.ა) არანაკლებ 18 (თვრამეტი) საწოლზე გათვლილ ტუბერკულოზის და ფილტვის განყოფილებას;
ბ.ა.ბ) არანაკლებ 6 (ექვსი)-საწოლიან კრიტიკული მდგომარეობის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებას;
ბ.ა.გ) განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებათა მკურნალობისათვის არანაკლებ 6 (ექვსი) ბოქსირებულ ინტენსიურ პალატას ბოქსის წინა ოთახებით;
ბ.ა.დ) ვირუსული დაავადებების (მათ შორის, ჰეპატიტების, შიდსისა და სხვა) მკურნალობისათვის არანაკლებ 20 (ოცი) საწოლზე გათვლილ განყოფილებას;
ბ.ა.ე) ნაწლავური და ჰაერწვეთოვანი ინფექციური დაავადებების მკურნალობისათვის არანაკლებ 18 (თვრამეტი)-საწოლიან განყოფილებას;
ბ.ა.ვ) მრავალპროფილურ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ განყოფილებას შესაბამისი ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის (არანაკლებ BSL-2 დონე) მრავალპროფილური ლაბორატორიით;
ბ.ბ) №03.01.23.310 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 20 (ოცი) კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა მასში სამედიცინო ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინირატორი) (მოდელი - INSI-B-500) მოწყობის მიზნით, რომელიც გადაამუშავებს წლიურად არანაკლებ 288 ტონა სამედიცინო (მათ შორის, სახიფათო და ინფექციური) ნარჩენს;
ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ამ განკარგულების №1 დანართში განსაზღვრული მიმართულებების შექმნა;
ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარი) ინვესტიციის განხორციელება;
გ) №03.01.23.310 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ამ განკარგულების გამოცემამდე არსებული სამედიცინო დაწესებულების სერვისების მიწოდების შენარჩუნება ამავე ქონებაზე, მათ შორის, ამ განკარგულების „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას;
დ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში ამავე პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების შენარჩუნებისა და „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული სრული პაკეტის განხორციელება, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფა;
ე) ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, №03.01.23.310 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის შპს „დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის“ (ს/კ: №212691354) მიერ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
3. შპს „ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისთვის, შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები