„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020753
  • Word
98
01/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
000000000.00.003.020753
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №98

2016 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის მოცულობის (წელიწადში არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ერთეული ქაღალდის პარკის, 25 000 000 (ოცდახუთი მილიონი) ერთეული ქაღალდის ჭიქის, 3 000 000 (სამი მილიონი) ერთეული ქაღალდის თეფშის და 500 000 (ხუთასი ათასი) ერთეული  ჩანთის (არამოქსოვილი მასალისაგან)) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში - წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 50%-ის წარმოება.“. 

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „გრინპაკმა“, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის/არაჯეროვანი შესრულების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ნაცვლად წარადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალური მეწარმე ეკატერინე აბრამიასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ივნისის №1141 განკარგულების მე-2  პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც  ამავე  განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი