დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016377 |
|
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.12.2015; 190020020.35.143.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
"; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით :
"; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13 376.3 ათასი ლარის ოდენობით:
"; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 536.3 ათასი ლარის ოდენობით:
"; ე) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 525,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 675,2 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
"; ვ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
"; ზ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) დიდთოვლობის შედეგად მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის განხორციელდება ხაშურში ცენტრალური ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და მუნიციპალიტეტის დასახლებასთან დამაკავშირებელი შიდა გზების გაწმენდა თოვლის საფარისაგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და მოწყობა. დაგეგმილია აგრეთვე ხაშურში და დაბა სურამში ქუჩების მოასფალტებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ №175 განკარგულების საფუძველზე დაგეგმილია ხაშურში ჯორჯაძის და აგარის ქუჩების მონაკვეთების ასფალტირების და დაბა სურამში 9 აპრილის ქუჩის ნაწილობრივი მოასფალტების და კეთილმოწყობის სამუშაოები."; თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე. ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2015 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინასება. ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ №175 განკარგულების საფუძველზე დაგეგმილია დაბა სურამში მდინარე ბიჯნისულაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა"; ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გამართული მუშაობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების – საბავშვო ბაღების გაერთიანება, სადაც გაერთიანებულია 13 საბავშვო ბაღი, რომლებშიც სკოლამდელ განათლებას იღებს 1739 აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მუნიციპალიტეტის სოფლებში (ვაყა, ხცისი, ნაბახტევი, ფლევი, ქვიშხეთი, ტეზერი, ბიჯნისი, ჩუმათელეთი, წაღვლი, წრომი) სკოლამდელი აღზრდის ალტერნატიული სააღმზრდელო ჯგუფების ფუნქციონირების ხელშეწყობა. დაგეგმილია აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ №175 განკარგულების საფუძველზე დაგეგმილია ხაშურში თევდორე მღვდლის ქუჩაზე №6 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი დემონტაჟი, ბაღის ახალი შენობის მშენებლობა. "; კ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
". |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები