საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020748
  • Word
93
01/02/2016
ვებგვერდი, 12/02/2016
000000000.00.003.020748
საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №93  

2016  წლის  1   თებერვალი  

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „ხვამლს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი – „ჯონოული 1“  ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „ხვამლსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის პირველ აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, შპს „ხვამლის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შპს „ხვამლის“ მიერ წარმოდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (5 500 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.

3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული წინასამშენებლო საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით  ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი