დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის N220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016141 |
|
,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის მე-15 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად შესაძლებელია დაინიშნოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამდებობის პირი.“; ბ) დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნისას ან შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, საქმეთა დროებით რწმუნებულად ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირი მინისტრის გადაწყვეტილებით და/ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 30 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები