„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 12/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016503
46
11/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
040030000.22.034.016503
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №46

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (www.matsne.gov.ge 17.01.2007 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.034.009.810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მისივე დავალებით ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.“.

2.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა) იურიდიული სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ა.ა.ა) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ა.ა.ბ) სამართალშემოქმედების განყოფილება;

ა.ა.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური;

ა.ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ა.ბ.ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ა.ბ.ბ) სატელეფონო სერვისის სამსახური;

ა.ბ.გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ა.ბ.დ) საორგანიზაციო სამსახური;

ბ) სერვისების ცენტრალური ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

ბ.ა) სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ბ.ა.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

ბ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება და მასში შემავალი საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება;

ბ.ა.ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება;

ბ.ა.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

ბ.ა.ბ.ა) თეორიული გამოცდის განყოფილება და მასში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება;

ბ.ა.ბ.ბ)  პრაქტიკული გამოცდის განყოფილება;

ბ.ბ) საექსპერტო შემოწმების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ბ.ბ.ა) საექსპერტო განყოფილება;

ბ.ბ.ბ) დათვალიერების განყოფილება;

გ) ტერიტორიული სერვისების ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

გ.ა) ქ.თბილისის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

გ.ა.ა) სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

გ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;

გ.ა.ა.ბ) საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილება;

გ.ა.ბ) სანებართვო სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

გ.ა.ბ.ა) იარაღისა და საბრძოლო მასალების სანებართვო განყოფილება;

გ.ა.ბ.ბ) ბალისტიკური შემოწმების განყოფილება;

გ.ა.გ) საცნობარო განყოფილება;

გ.ა.დ) მართვის მოწმობების გაცემის განყოფილება;

გ.ბ) რეგიონალური მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

გ.ბ.ა) შიდა ქართლის სამსახური, რომლის შემადგენლობაშია ხეითის განყოფილება;

გ.ბ.ბ) კახეთის სამსახური;

გ.ბ.გ) სამცხე-ჯავახეთის სამსახური;

გ.ბ.დ) ქ. ქუთაისის სამსახური;

გ.ბ.ე) საჩხერე-ამბროლაურის სამსახური;

გ.ბ.ვ) ქ. ფოთის სამსახური;

გ.ბ.ზ) სამეგრელოს სამსახური;

გ.ბ.თ) აჭარის სამსახური;

გ.ბ.ი) გურიის სამსახური;

დ) ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია კადრების სამსახური;

დ.ბ) ხარისხის მართვის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

დ.ბ.ა) ინსპექტირების სამსახური, რომლის შემადგენლობაშია:

დ.ბ.ა.ა) I განყოფილება;

დ.ბ.ა.ბ) II  განყოფილება;

დ.ბ.ბ) უსაფრთხოების განყოფილება, რომლის შემადგენლობაშია:

დ.ბ.ბ.ა) I ქვეგანყოფილება;

დ.ბ.ბ.ბ) II ქვეგანყოფილება;

დ.ბ.ბ.გ) III ქვეგანყოფილება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

ე.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია პროგრამული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახური;

ე.ბ) ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ე.ბ.ა) ქსელების ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახური;

ე.ბ.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება;

ვ) ეკონომიკური და ლოჯისტიკის ბიურო (მთავარი სამმართველო), რომლის შემადგენლობაშია:

ვ.ა) ეკონომიკური სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ვ.ა.ა) ბიუჯეტის დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;  

ვ.ა.ბ)  შესყიდვების სამსახური;

ვ.ბ) ლოჯისტიკის სამმართველო, რომლის შემადგენლობაშია:

ვ.ბ.ა) მარაგებისა და ქონების მართვის სამსახური;

ვ.ბ.ბ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის სამსახური და მასში შემავალი ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ.ბ.გ) ტრანსპორტის სამსახური;

ვ.ბ.დ) სანომრე ნიშნების სამსახური;

ზ) ლეგალიზაციისა და აპოსტილის განყოფილება.“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია:

1. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველოშესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო ინფორმაციის გაცემას, საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფას, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

იურიდიული სამმართველოს:

.სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის:

..) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ა.ა) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

ა.ა.ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, ზეპირი მოსმენის ჩატარებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;

ა.ა.ა.გ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების როგორც სასამართლოში, ასევე სხვა პირებთან წარმოდგენასა და დაცვას;

ა.ა.ა.დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას;

ა.ა.ა.ე) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;

ა.ა.ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

.ა.სამართალშემოქმედების განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ბ.ა) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;

ა.ა.ბ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ა.ა.ბ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;

ა.ა.ბ.დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ბ) სამართლებრივი შეზღუდვების სამსახური ახორციელებს:

ა.ბ.ა) მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას;

ა.ბ.ბ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას;

ა.ბ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს:

ბ.ა)  საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა.ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ საკანცელარიო ჟურნალებში აღრიცხვას;

ბ.ა.ბ) ინსპექტირებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

ბ.ა.გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას;

ბ.ა.დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ბ.ბ) სატელეფონო სერვისის სამსახური  უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;

ბ.გ)  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს:

ბ.გ.ა) მომსახურების სააგენტოს ცნობადობის ამაღლებისათვის აქტივობების შემუშავებას;

ბ.გ.ბ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელში სააგენტოს გვერდის ადმინისტრირებას;

ბ.გ.გ) საზოგადოების ინფორმირებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

ბ.გ.დ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

ბ.დ) საორგანიზაციო სამსახური ახორციელებს:

ბ.დ.ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით  საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ბ.დ.ბ)  მომსახურების ხარისხის კვლევასა და ანალიზს;

ბ.დ.გ) სერივისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების ორგანიზებას;

ბ.დ.დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვასა და უზრუნველყოფას.

2. სერვისების ცენტრალური ბიურო (მთავარი სამმართველო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. სერვისების ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) სარეგისტრაციო და საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს:

ა.ა) სარეგისტრაციო  უზრუნველყოფის სამსახურის:

ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ა.ა.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახურის სარეგისტრაციო განყოფილების საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სერვისების ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას;

ა.ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების განყოფილება ახორციელებს  იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას;  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ბ) საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის:

ა.ბ.ა)  თეორიული გამოცდის განყოფილება ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დაკარგული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლასა და აღდგენას დადგენილი წესით; საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარებას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოებას;

ა.ბ..) საგამოცდო უზრუნველყოფის სამსახურის თეორიული გამოცდის განყოფილებაში შემავალი საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდისა და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას; გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს;

ა.ბ.ბ) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება ახორციელებს  „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

საექსპერტო შემოწმების სამმართველოს:

ბ.ა) საექსპერტო განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა.ა) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების  საექსპერტო შემოწმებას;

ბ.ა.ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;

ბ.ა.გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.ა.დ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ბ.ა.ე) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას;

ბ.ა.ვ)  იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.ა.ზ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას;

ბ.ა.თ) სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში ამ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“–„ბ.ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის მეთოდურ კოორდინაციას;

ბ.ა.ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

.დათვალიერების განყოფილება ახორციელებს:

ბ.ბ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და  შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას;

ბ.ბ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ბ.ბ.გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

3. ტერიტორიული სერვისების ბიუროს (მთავარი სამმართველო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ტერიტორიული სერვისების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) ქ. თბილისის სამმართველოს:

.) სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის:

ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება ახორციელებს:

ა.ა.ა.ა) სატრანსპორტო საშუალების სადილერო ცენტრებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას; კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;

ა.ა.ა.ბ) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნას ჩამოწერის საფუძველზე;

ა.ა.ბ) საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა.ბ.ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას;

ა.ა.ბ.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ა.ა.ბ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებას;

ა.ა.ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას;

ა.ა.ბ.ე) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ა.ა.ბ.ვ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ა.ა.ბ.ზ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას;

ა.ა.ბ.თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

ა.ბ) სანებართვო სამსახურის:

ა.ბ.ა) იარაღისა და საბრძოლო მასალების სანებართვო განყოფილება:

ა.ბ.ა.ა) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარებას, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას და მისი ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოებას;

.ბ.ბ) ბალისტიკური შემოწმების  განყოფილება ახორციელებს:

ა.ბ.ბ.ა) იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ა.ბ.ბ.ბ) იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას;

ა.გ) საცნობარო განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.დ) მართვის მოწმობების გაცემის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა.დ.ა) დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას,  მართვის მოწმობის შეცვლას, აღდგენას, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას;

ა.დ.ბ)  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ბ) რეგიონალური მართვის სამმართველო რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ბ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;

ბ.ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებასა და შესაბამის რეაგირებას;

ბ.გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და  რეგისტრაციის გაუქმებას;

ბ.დ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით; მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დაკარგული ან დაზიანებული მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლასა და აღდგენას დადგენილი წესით; საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემას;

ბ.ე) „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

ბ.ვ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას; სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემას; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვებისა და მოწმობების გაცემას; სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვასა და რეგისტრაციას, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარებას, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემას და მისი ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოებას;

ბ.ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სატრანსპორტო საშუალების  საექსპერტო შემოწმებას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრას; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვას;  იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას; იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას;

ბ.თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;

ბ.ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

4. ადამიანური რესურსებისა და ხარისხის  მართვის ბიურო (მთავარი სამმართველო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ადამიანური რესურსების  მართვისა და ხარისხის  მართვის ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კადრების სამსახური ახორციელებს:

ა.ა) სააგენტოში მუშაობის დაწყების შესახებ შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ა.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ)  სააგენტოში მისაღებ კანდიდატთა შესწავლისა და შესაბამისი შემოწმების ორგანიზებას;

ა.დ) სპეციალური კონკურსის ორგანიზებას;

ა.ე) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ა.ვ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილ სხვა საქმიანობას;

ა.ზ) სააგენტოში მოსამსახურეთა მიღების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების და გათავისუფლების თაობაზე მასალების მომზადებას;

ა.თ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ა.ი) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ა.კ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ა.ლ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  მომზადებაში მონაწილეობას;

ა.მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას;

ა.ნ) სააგენტოს მოსამსახურეთა მივლინების შესახებ მასალების მომზადებას;

ა.ო) შესაბამისი ცნობების  გაცემას სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეებზე;

ა.პ)  სააგენტოს მოქმედ და ყოფილ მოსამსახურეთა შემოვლის ფურცლებისა და შრომის წიგნაკების მოთხოვნისამებრ გაცემას;

ა.ჟ) პირადობის მოწმობებისა და დროებითი საშვების დამზადება-გაცემას, აღრიცხვასა და ჩამოწერას,  შესაბამისი კარტოთეკის წარმოებას;

ა.რ) სააგენტოში შემავალი დანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო-საორგანიზაციო ბრძანებების მომზადებას;

ა.ს) სააგენტოს პირადი შემადგენლობის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფის ორგანიზებას;

ა.ტ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებას;

ა.უ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად სხვა საკადრო ღონისძიებებს;

ბ) ხარისხის მართვის სამმართველოს:

ბ.ა) ინსპექტირების სამსახურის:

ბ.ა.ა) I განყოფილება ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“, „ბ“, „დ.ა“, „დ.ბ.ბ.ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური)  შემოწმებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ.ა.ბ) II განყოფილება ამ დებულების მე-7 მუხლის „გ“, „დ.ბ.ბ.ბ“, „დ.ბ.ბ.გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური) შემოწმებას; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოვლენილ მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისი დასკვნების მომზადებასა და სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ.ბ) უსაფრთხოების განყოფილების I, II და III ქვეგანყოფილებები ახორციელებენ:

ბ.ბ.ა) მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ.ბ.ბ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში დღე-ღამის განმავლობაში სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ.ბ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას;

ბ.ბ.დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიურო (მთავარი სამმართველო) ახორციელებს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სამმართველოს პროგრამული განვითარების და მხარდაჭერის სამსახური ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით, შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას; სააგენტოს დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;

ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სამმართველოს:

ბ.ა) ქსელების ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სამსახური ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ტექნიკის (მონაცემთა ბაზები, სერვერები, ქსელური მოწყობილობები) მონიტორინგს; უზრუნველყოფს მათ გამართულ მუშაობას, უსაფრთხოებას და გარე შეჭრისგან დაცულობას, მონაცემთა ბაზების მოვლას; გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებელია პრობლემის დროულ აღმოფხვრაზე;

ბ.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.

6. ეკონომიკური და ლოჯისტიკის ბიურო (მთავარი სამმართველო) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. ეკონომიკური და ლოჯისტიკის ბიუროს (მთავარი სამმართველო) დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) ეკონომიკური სამმართველოს:

ა.ა)  ბიუჯეტის დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს:

ა.ა.ა) სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზებას;

ა.ა.ბ) სააგენტოს შესაბამისი დანაყოფების მოთხოვნების გათვალისწინებით  ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენას, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებასა და სააგენტოს დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენას;

ა.ა.გ) წლიური ბიუჯეტის დამტკიცებამდე გასული, მიმდინარე და დასაგეგმი ბიუჯეტების თაობაზე შესაბამისი ანალიზის მომზადებას და სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენას;

ა.ა.დ) დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწესის მომზადებას და სამინისტროში წარდგენის ორგანიზებას;

ა.ა.ე) მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში სააგენტოს დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების მომზადებას და სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებას;

ა.ა.ვ) სააგენტოს ბიუჯეტის ანგარიშების (ყოველთვიური, კვარტალური) მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში სამინისტროსთვის წარდგენის ორგანიზებას;

ა.ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროსთან შესათანხმებელი საკითხების მომზადებას და სააგენტოს ხელმძღვანელისთვის წარდგენას;

ა.ა.თ) სააგენტოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების პროექტის განსაზღვრას, სამინისტროსთან შეთანხმების ორგანიზებას და შესაბამისი პროექტის სააგენტოს ხელმძღვანელისათვის წარდგენას;

ა.ა.ი) სააგენტოს საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების პროექტების განხილვას და მათი ფინანსური გაანგარიშებების მომზადებას;

ა.ა.კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს ეკონომიკური და ლოჯისტიკის ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორესა და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);

ა.ა.ლ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას;

ა.ა.მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს პირადი შემადგენლობისათვის სოციალური ხარჯების დარიცხვას;

ა.ა.ნ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.ა. ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ბშესყიდვების სამსახური:

ა.ბ.ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

ა.ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზებას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

ა.ბ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;

ა.ბ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.ბ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;

ა.ბ.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ) ლოჯისტიკის სამმართველოს:

ბ.ა) მარაგებისა და ქონების მართვის სამსახური:

ბ.ა.ა) ახორციელებს სააგენტოსათვის მოწოდებული საქონლის ინსპექტირებას და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;

ბ.ა.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;

ბ.ა.გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირება, საჭირო ინვენტარი, ტექნიკა, აპარატურა, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონელი, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკები, სანომრე ნიშნები, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, მართვის მოწმობების ბლანკები და ა.შ.) მიღებას, შენახვასა და დადგენილი წესით დანაყოფებისათვის გადაცემას;

ბ.ა.დ) ახორციელებს საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;

ბ.ა.ე) უზრუნველყოფს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადაცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;

ბ.ა.ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, ბიუჯეტის დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ბ.ა.ზ) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თანამშრომლებზე გაცემას;

ბ.ა.თ) ახორციელებს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში    გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი  წესით;

ბ.ა.ი) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ.ა.კ) უზრუნველყოფს ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ  და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ.ა.ლ) ახორციელებს შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და  დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, დასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას;

ბ.ა.მ) ახორციელებს უძრავი ქონების  რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამის  დაწესებულებაში წარდგენას;

ბ.ა.ნ) უზრუნველყოფს სააგენტოს შესაბამისი კომისიისათვის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაში ხელშეწყობას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით;

ბ.ა.ო) ახორციელებს ბიუჯეტის დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა-ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების  ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად;

ბ.ა.პ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ.ბ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის სამსახური და მასში შემავალი ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება:

ბ.ბ.ა) ახორციელებს კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის აღრიცხვასა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ბ.ბ.ბ) ახორციელებს ბიუჯეტის დაგეგმვის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;

ბ.ბ.გ) ახორციელებს სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების  დაცვის კონტროლს;

ბ.გტრანსპორტის სამსახური ახორციელებს:

ბ.გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;

ბ.გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;

ბ.გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;

ბ.გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;

ბ.გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას;

ბ.დ) სანომრე ნიშნების სამსახური ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას; დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

7. ლეგალიზაციისა და აპოსტილის განყოფილება ახორციელებს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას;

ბ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

8. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტოსა და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას აქვთ როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული დოკუმენტების გამოყენების უფლება.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 12 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი