დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.176.016120 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/02/2016 - 20/01/2017)
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის
შესახებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №
1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №
3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №11 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 04/03/2015, 200140030.35.176.016070).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №
1
|
| ||||||||||||||
დანართი №
2
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ზონირების რუკა
|
. ![]() |
დანართი №
3
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ |
მუხლი 1. ქ. თელავში სახელმწიფო და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ თელავის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL XCXK K, სადაც:
1. CN N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. IMG G არის ქ. თელავის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,53-ს; 3. ITL L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერნცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. მუხლი 2 1. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. თელავში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები