ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2016 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2016 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016373
7
22/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
360160000.22.023.016373
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2016 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №7

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2016 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ

„შეზღუდულად  ბრუნვადი  მასალების წარმოების,  ტრანსპორტირების,  იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს 2016 წლის საიმპორტო წლიური კვოტა შემდეგი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებისთვის: წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 70,64 მეტრული ტონა.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 5 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი