„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 21/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
226
15/12/2009
სსმ, 155, 21/12/2009
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №226

2009 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და  იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქარ­თველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობა­ციისა და იურიდიული დახმა­რების საკითხთა სამონისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრო­ბის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკი­ცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, მმართველო­ბის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პი­რების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტა­მენ­ტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინე­ბულ სხვა მოსამსახურეებს;“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10

სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებაა სასჯელაღსრულების დეპარტა­მენ­ტი.“.

3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვე­პუნ­ქტი:

„გ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობა­ციის ეროვნული სააგენტო.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იან­ვრიდან.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური