„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.174.016142
6
05/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
190040000.35.174.016142
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  11.01.2016წ., 190040000.35.174.016137) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. ხანძრებისა (გარდა განხრახ გამოწვეული ხანძრისა) და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა)  და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარისა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი