დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016353 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 20 იანვრიდან.
|
|
დანართი №9
|
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები
შენიშვნა: 1. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის სადღეღამისო ნორმის, ბინის დაქირავებისა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მიმდინარე რემონტის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს. 2. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ა) ბინის დაქირავების ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; დ) ოფისის დაქირავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ე) სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. ოფისის დაქირავების ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად). 4. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შენახვის ხარჯების გამოყოფა. 6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით. 7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ავანსის სახით მიეცეთ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები. 9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდებათ: ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისას – საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით. ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო ან ვადამდე გამოწვევისას – მივლინების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ავიაბილეთის ღირებულებით და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები ერთ სულზე არაუმეტეს 200 ევროს ოდენობით. გ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების პერიოდში შვებულებით სარგებლობისას – მგზავრობის ხარჯები (წელიწადში ერთხელ), არაუმეტეს მივლინების ადგილსა და საქართველოს შორის მგზავრობის ეკონომკლასის ავიაბილეთების ღირებულებისა. 10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს თანამდებობიდან გათავისუფლების/დათხოვნის თარიღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 11. ამ შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიეცემათ ამ დანართით გათვალისწინებული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში. 12. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები. 13. შვებულებაში (მათ შორის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები