„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016627
123
08/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
010340000.22.027.016627
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №123

2016 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05.06.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №1-ის − „ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ − მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მრჩეველი (სამართლებრივი მიმართულება)

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია იურისტად მუშაობის არანაკლებ 1--წლიანი გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში მიღებულ გამოცდილებას;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (კარგად), სასურველია − რუსული (კარგად);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
  • „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
  • „პატიმრობის კოდექსი“;
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება.“.

2. დანართი №5-ის − „ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ − პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება − საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი;
  • არანაკლებ 5--წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 1 წელი − მენეჯერულ პოზიციაზე,  საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო/ევროპულ ორგანიზაციებში/ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად (ამგვარი გამოცდილების მქონე კანდიდატებს შორის უპირატესობა მიენიჭება უფრო ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კანდიდატს);
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური − ძალიან კარგად; ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება კანდიდატის დამატებით დადებით მხარედ).

ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურა;
  • ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები:

ა) მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992);

ბ) ნიცის ხელშეკრულება (2001);

გ) ლისაბონის ხელშეკრულება (2007);

  • ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი (Legislative process);
  • ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების დოქტრინა (The Doctrine of Direct Effect of EU Law);
  • ევროკავშირის სამართლისა და შიდა სამართლის ურთიერთმიმართება;
  • ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს,  მეორე მხრივ, საქართველოს შორის (ძირითადი ასპექტები; დღის წესრიგი);
  • „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ (კარი VI);
  • „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“.“

3. დანართი №8-ის – „ანალიტიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ − მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − ანტიკორუფციული მიმართულებით დასავლურ ქვეყნებში მიღებული მაგისტრის ხარისხი);
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1--წლიანი გამოცდილება (სასურველია − ანტიკორუფციული მიმართულებით);
  • სამართლებრივი დოკუმენტების/ანგარიშების შედგენის გამოცდილება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადების გამოცდილება;
  • კანონპროექტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
  • ღია მმართველობის თემებზე მუშაობის გამოცდილება; უწყებებთან კომუნიკაცია/კოორდინაციის გამოცდილება;   
  • პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე.

ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება

https://treaties.un.org/doc/publication/ctc/uncharter.pdf;

  • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (ECHR);
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC);
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმა;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულება „ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“;
  • ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სახელმძღვანელო წესები;
  • საერთაშორისო ინიციატივა − ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)

http://www.opengovpartnership.org/;

  • ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO)

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/greco/default_en.asp;

  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN)

http://www.oecd.org/;

  • აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP)

http://www.coe.int/t/dgap/eap-facility/.“.

4. დანართი №10 − „ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ − ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №10

ეკონომიკური დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. დეპარტამენტის უფროსი

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება (მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 5--წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 3 წელი − საჯარო სამსახურში (მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, AutoCAD-ის სრულყოფილი ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონი (კომპეტენციის ფარგლებში);
  • „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი I , კარი II , კარი III);
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (მუხლები: 160, 161, 166, 176 და თავი XI);
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  • „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
  • „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება;
  • ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ყოველწლიურ ღონისძიებათა დამდგენი საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი;
  • „სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილება;
  • „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  • ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
  • „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
  • „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (შესყიდვებისა და მატერიალური უზრუნველყოფის მიმართულება)

  • უმაღლესი ეკონომიკური  განათლება (სასურველია − მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
  • საჯარო ფინანსების/ეკონომიკის სფეროში არანაკლებ 3--წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1- -წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
  • „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება; 
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;     
  • „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საბიუჯეტო-საბუღალტრო მიმართულება)

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში − მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
  • საჯარო ფინანსების/ეკონომიკის სფეროში არანაკლებ 3--წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1- -წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (E-Budget, E-Treasury, MS Office: Power Point, Outlook, Internet) ფლობა;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა.

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი I, კარი II  და კარი III);
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონი (კომპეტენციის ფარგლებში);
  • ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (160-ე, 161-ე, 166-ე და 176-ე მუხლები და თავი XI);
  • საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  • „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება;
  • ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ყოველწლიურ ღონისძიებათა დამდგენი საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი;
  •  „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
  • „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.

4. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსი

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში − მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველი);
  • საჯარო ფინანსების/ეკონომიკის სფეროში არანაკლებ 2--წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1--წლიანი გამოცდილება (სასურველი);
  • კომპიუტერული პროგრამების (E-Budget, E-Treasury, MS office, Power Point, Outlook, Internet) ფლობა; 
  • უცხო ენების ცოდნა:  ინგლისური ენა (სასურველი).

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი I, კარი II  და კარი III);
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონი (კომპეტენციის ფარგლებში);
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (160-ე, 161-ე, 166-ე და 176-ე მუხლები და თავი XI);
  • „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება;
  • ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ყოველწლიურ ღონისძიებათა დამდგენი საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი;
  •  „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
  • „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება.

5. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • ფინანსების/ეკონომიკის სფეროში არანაკლებ 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება  (სასურველია − საჯარო ფინანსების სფეროში);
  • კომპიუტერული პროგრამების ( MS Office: Power Point, Outlook, Internet) ფლობა (სასურველია −  E-Budget, E-Treasury);
  • უცხო ენების ცოდნა:  ინგლისური ენა (სასურველი).

ნორმატიული აქტები:

  • „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (კარი I, კარი II  და კარი III);
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონი (კომპეტენციის ფარგლებში);
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ყოველწლიურ ღონისძიებათა დამდგენი საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი;
  •  „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
  • „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება.

6. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსი

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3--წლიანი (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციაში არანაკლებ 2--წლიანი) გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1--წლიანი გამოცდილება (სასურველი);
  • კომპიუტერული პროგრამების (E-treasury, MS Office: Outlook, PowerPoint, Oris) ფლობა;
  • უცხო ენების ცოდნა:  ინგლისური ენა (სასურველი).

ნორმატიული აქტები:

  • „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონი, კომპეტენციის ფარგლებში;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (160-ე,161-ე,166-ე და 176-ე მუხლები და თავი XI);
  • საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს №231/ნ ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს №281/ნ ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“.

7. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების სფეროში − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი (სასურველია − საბიუჯეტო ორგანიზაციაში) მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (E-treasury, MS Office: Outlook, PowerPoint, Oris) ფლობა;
  • უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა (სასურველი).

ნორმატიული აქტები:

  • „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ (160-ე, 161-ე, 166-ე და 176-ე მუხლები და თავი XI);
  • საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის №439 ბრძანება „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს №231/ნ ბრძანება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აგვისტოს №281/ნ ბრძანება „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“.

8. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 3--წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 1 წელი − საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1--წლიანი გამოცდილება (სასურველი);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
  • „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამმართლის იურიდიული პირისათვის მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 01 ოქტომბრის №302 დადგენილება;
  • „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №239 დადგენილება;
  • „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
  • „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
  •  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

9. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (სამშენებლო მიმართულება)

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 2--წლიანი სამუშაო გამოცდილება  სამშენებლო სამუშაოების კონტროლის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება;
  • „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463 ბრძანება;
  • „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი);
  •  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

10. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (საწყობი)

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 2--წლიანი სამუშაო გამოცდილება  საწყობის მართვის მიმართულებით;
  • არანაკლებ 1--წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურში საწყობის მართვის მიმართულებით (სასურველი);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
  • „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანების მე-18 მუხლი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი);
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

11. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა)

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 2--წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი − ავტომობილების ტექნიკური მომსახურების კონტროლის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულება „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

12. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (შენობებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა)

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 2--წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით, მათ შორის, 1 წელი − შენობის ან/და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების კონტროლის მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი);
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

13. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩეველი (მიმღები)

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სამსახურის ეკონომიკური მიმართულების სტრუქტურულ ერთეულში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სასურველი);
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.

 ნორმატიული აქტები:

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი;
  • „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-19 მუხლი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 და 22-ე მუხლები;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 და მე-14 მუხლები;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი);
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცოდნა (სასურველი).

14. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი

  • უმაღლესი განათლება, სასურველია − ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
  • არანაკლებ 3--წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია − 1 წელი  მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია − ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Excel, Word, Outlook, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
  • „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების  შესახებ“  სახელმწიფო  შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის  2015  წლის  22 მაისის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება;
  • „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება.

15. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • არანაკლებ 2--წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია − ინგლისური ენის  ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Excel, Word, Outlook, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
  • „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების  შესახებ“ სახელმწიფო  შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის  2015  წლის  22 მაისის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება;
  • „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება.

16. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს მრჩეველი

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • არანაკლებ 1 -წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Excel, Word, Outlook, PowerPoint) ცოდნა.

ნორმატიული აქტები:

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
  • „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების  შესახებ“  სახელმწიფო  შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის  2015  წლის  22 მაისის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №24 ბრძანება;
  • „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება.

17. ეკონომიკური დეპარტამენტის სპეციალისტი

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • სასურველია − მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.“.

5. დანართი №12-ის − „პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ − მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მარკეტინგის სამმართველოს მრჩეველი (დიზაინერი)

  • გრაფიკის დიზაინის სფეროში არანაკლებ 1--წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი გრაფიკის დიზაინის მიმართულებით (სასურველია − უმაღლესი განათლება);
  •  კომპიუტერული პროგრამების (Photoshop, illustrator, Indesign) ძალიან კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი