დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3-9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016263 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში (ვებგვერდი –
www.matsne.gov.ge, 24/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016068) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდექი რედაქციით: „კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების პროცესის მონიტორინგი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების ორგანიზება;“; ა.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) აპარატი (განყოფილება); ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; გ) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება; დ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება; ე) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება; ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება; ზ) ექსპლუატაციის განყოფილება; თ) ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება; ი) საპროექტო განყოფილება. 2. აპარატის (განყოფილების) ფუნქციებია: ა) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამსახურის გამართული ფუნქციონირება; ბ )სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაცია; გ) სამსახურის შიდა კონტროლის განხორციელება და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების ორგანიზება. 3. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი, აგრეთვე ხელშეკრულების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით. 4. შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი. 5. საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ბ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; გ) საყრდენი კედლების, ჯებირების და სხვა მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; დ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი. 6. ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის (სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადება; ბ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება; გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებული გაანგარიშებების მომზადება; მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში; დ) სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე; ე) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშისათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციების მომზადება; ვ) თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით; ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. 7. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მშენებლობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; გ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი. 8. ექსპლუატაციის განყოფილების ფუნქციებია: ა) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ბ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; დ) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ე) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი; ზ)კეთილმოწყობის ღონისძიების სხვადასხვა (მათ შორის, ერთჯერადი გადაუდებელი) სამუშაოების ან/და მომსახურების უზრუნველყოფა. 9. ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია: ა) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ბ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების ორგანიზება; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების პროცესის მონიტორინგი; ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა. 10. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება (დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო დავალებების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება); ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტების შედგენა: ბ.ა) გზებისა და ქუჩების კაპიტალურ შეკეთებაზე; ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანიაღვრე ქსელი, თვალამრიდი, საყრდენი კედელი) მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე; ბ.გ) მე-2 და მე-3 კატეგორიის წყალარინების მილების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე; ბ.დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე; ბ.ე) მოძრაობის უსაფრთხოების სქემის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში; გ) საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა; დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ვ) ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება.“. |
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 16 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები