დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის N28-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3-8 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330100010.35.101.016264 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №28-118 დადგენილებაში (ვებგვერდი –
www.matsne.gov.ge, 02.12.2015; სარეგისტრაციო კოდი: 330100010.35.101.016233 ) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. უფლებამოსილი ორგანო – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული აღმასრულებელი ორგანო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.“; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“; გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე – უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები), კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დაურეგისტრირებელ ტერიტორიებზე – უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები), კომპეტენციის ფარგლებში“; დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამწვანებულ ტერიტორიებზე, უფლებამოსილი ორგანოს (ორგანოების) მიერ, დადგენილი საჭიროებისამებრ, შესაძლებელია განხორციელდეს: ბალახის თესლის შეთესვა, ყინვისადმი არამდგრადი მცენარეების შეფუთვა, გაუთვალისწინებელი პირობების გამო, დაზიანებული ხეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება იმავე სახეობისა და ზომის მცენარეებით, ტერიტორიებზე არსებული ხეების სხვლა-ფორმირება, ხმელი ხეების მოჭრა, კუნძის ამოღება, დამუშავება და გატანა, სტრუქტურადარღვეული ნიადაგის მოჭრა და გატანა, ნიადაგის ნოყიერი ნაზავის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ყამირი მიწის მიწოდება, გაშლა და მოსწორება, ნიადაგის გადაბარვა და მოსწორება (პლანირება), მულჩირება, მოხრეშვა, დაზიანებული საპარკე ფურნიტურის, ქვაფენილის, საბავშვო ატრაქციონების აღდგენა, ღობეების აღდგენა, სარწყავი სისტემის მონიტორინგი-ექსპლოატაცია, საწრეტი არხების გაწმენდა, გარეგანათების დაზიანებული ბოძების აღდგენა (საჭიროებისამებრ, უკვე არსებულის ჩანაცვლება იდენტური ახალი ნათურებით, იგნიტორებით, დროსელებით და სხვა დეტალებით), კედლის დეკორატიული დაზიანებული მისანათებლების აღდგენა (საჭიროებისამებრ, უკვე არსებულის იდენტური ახალი ნათურებითა და სხვა დეტალებით ჩანაცვლება), არსებული ქსელის შემოწმება, დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეცვლა-შეკეთება და სხვა საჭირო სამუშაოები.“; ე) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მწვანე ნარგავების კვლევას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები) ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. 4. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილი ორგანოს (ორგანოების) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა განხორციელდეს სანიტარიულ-პროფილაქტიკური და მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები.“. ვ) მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გამწვანებულ ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების აღრიცხვას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო (ორგანოები) კომპეტენციის ფარგლებში ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები