„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.016274
10
05/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
010250040.35.161.016274
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16.07.2014 წ.,, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.161.016171) დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს საკრებულოს რეგლამენტის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტი;

ბ) 139-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრემია გაიცემა არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით.“;

გ) 139-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული წესებიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი