„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016205
7
04/02/2016
ვებგვერდი, 10/02/2016
010250050.35.121.016205
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7 

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №50 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016131) დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“

2. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი