„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016204
6
04/02/2016
ვებგვერდი, 10/02/2016
010250050.35.121.016204
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17.07.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016102) დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. გამგეობის სამსახურები

1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულების და სამსახურის დებულების საფუძველზე, გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური:

ა.ა) იურიდიული განყოფილება;

ა.ბ) საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.გ) წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:

ბ.ა) საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება;

ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

გ) ეკონომიკის და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური.

დ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური:

დ.ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

დ.ბ) კეთილმოწყობის და ტრანსპორტის განყოფილება.

ე) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური:

ე.ა) არქიტექტურის განყოფილება.

ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური.

ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) სამხედრო სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური.

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი