დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.105.016248 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2016 - 04/03/2016)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტმბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნომატიული ფასი.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12.02.2015 წ., სარეგისტრაციო ნომერი: 200140030.35.105.016203).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმული მიხედვით:
Cn=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ზუგდიდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.63-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგანაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიეს ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.
|
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
| მუხლი 3 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და შეადგენს 7,9 ლარს.
|
| მუხლი 4 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,67 ლარს.
|
| მუხლი 5 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 11,34 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
|
| მუხლი 6 |
სოფლებში ანაკლია, განმუხური, რუხი –
ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 80 %-ის ოდენობით და შეადგენს 18.14 ლარს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები