სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

  • Word
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-125/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-125/ო
29/01/2016
ვებგვერდი, 08/02/2016
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-125/ო

2016 წლის 29 იანვარი

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

სამედიცინო  საქმიანობის  სახელმწიფო  რეგულირების  სააგენტოს  უფროსის 2015  წლის  21  აგვისტოს 02-1148/ო ბრძანება შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, ბოხუას ქ. N12/ლუბლიანას ქ.66) - ,,სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი    თვის   ვადაში  საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროში (ქ. თბილისი,  აკ. წერეთლის გამზირი №144) ან  სასამართლოში.

4.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების“ დირექტორის მ. ბურდულის განცხადება  9133,  28.01.2016წ.

 

 

სააგენტოს უფროსი                                                                                     გია თვალავაძე