დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-106/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 26/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-106/ო
2016 წლის 26 იანვარი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-6, მე-8 და მე-10 მუხლების, საქართველოს კანონის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს ა(ა)იპ ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრზე“ (ფაქტობრივი მისამართი: წალკის რაიონი, დაბა ბედიანი, მესამე ქუჩა, N7) სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: განცხადებები: №122991, 11.12.2015 წ.; №1072 06.01.2016 წ.; №4599 15.01.2016 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №5, 22.01.2016 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №2, 25.01.2016 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები