„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016218
7
02/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
040030000.32.057.016218
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №7

2016 წლის 2 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 165, 17/12/2010 040030000.32.057.016012) შეტანილ  იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული (დანართი №1) „აჭარის სატყეო სააგენტოს დებულების“ მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყის მართვის სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლების, ტყის აღრიცხვის განყოფილებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განყოფილების მეშვეობით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადმინისტრაციული სამსახური ძირითად ფუნქციებს ახორციელებს მასში შემავალი თანამშრომლებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფი­ლების მეშვეობით.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებაა:

ა) სატყეო დარგის შემდგომი განვითარებისათვის სამართლებრივი, ნორმატიულ-მეთოდური და ეკონომიკური ბაზის შექმნაში მონაწილეობა;

ბ) სააგენტოს საქმიანობის კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და შესაბამის ანგარიშის მომზადება;

გ) განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირება;

დ) ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება;

ე) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის) გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში;

თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სააგენტოს ურთიერთობის ხელშეწყობა;

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა შესაბამისად;

კ)  სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული მანქანა-მექანიზმების აღრიცხვა-მოვლის და გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა, საწვავის ხარჯვის კონტროლი და აღრიცხვა. სააგენტოს მექანიზატორებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე პერიოდულად ტექნიკური უსაფრთხოების წესების გაცნობა;

ლ) სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა;“.

2. დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ (დანართი №2) „სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებუ­ლების“:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 2  ქვეპუნქტები:

„ნ1. ტყეკაფებთან მისასვლელი ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მშენებლობის, ასევე არსებული და დაზიანებული გზების შესახებ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა;

2. ახალი გაყვანილი გზების დასრულებული სამუშაოების საექსპლუატაციოდ მიღება.“;

ბ) მე- 5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. ადმინისტრაციის დირექტორი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციის საქმიანობასა და სააგენტოს მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ ქონებაზე, ასევე, ადმინისტრაციაზე მიმაგრებული ტექნიკის მოვლის, დაცვისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფაზე.“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე