„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 300170000.55.067.016077
01
04/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
300170000.55.067.016077
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №01

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა დასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის " ქვეპუნქტის  შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 ბრძანებით დამტკიცებულ „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების 61 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6  რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”;

ბ) ბრძანების 61 მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  „ბ.დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6  რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”;

გ) ბრძანების 61 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  „გ.გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) შეესაბამება STCW კონვენციის VI/1, VI/3, VI/4-1 და V/6  რეგულაციით დადგენილ კვალიფიკაციის სტანდარტებს;”;

დ) ბრძანების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მეზღვაურთა სერტიფიკატების მოქმედების ვადა და შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის წესი

1. მეზღვაურის სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

2. მოქმედების ვადის განმავლობაში მეზღვაურის სერტიფიკატის დაკარგვის, დაზიანების ან/და მასზე დატანილ მონაცემებში ცვლილებების შეტანისას გაიცემა შემცვლელი სერტიფიკატი.

3. შემცვლელი სერტიფიკატის გაცემისათვის შესაბამისი მეზღვაური წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასევე მითითებული უნდა იყოს შემცვლელი სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნის საფუძველი (დაკარგვა, დაზიანება, მონაცემების ცვლილება და სხვა). სერტიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს დაკარგვის თაობაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დადასტურება (სამართალდამცავი ორგანოს, გემის კაპიტნის, პორტის ხელმძღვანელის და ა.შ.) სერტიფიკატის დაკარგვის ფაქტის თაობაზე. სერტიფიკატის დაზიანების ან/და მასში მონაცემების ცვლილების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სერტიფიკატი.

4. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულად წარდგენიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში.

5. გაუქმებული ან დაზიანებული მეზღვაურის სერტიფიკატი ექვემდებარება მეზღვაურთა დოკუმენტთა მართვის სისტემაში შესაბამის აღნიშვნას.

6. შემცვლელი სერტიფიკატი გაიცემა ახალი ნომრით ძველი სერტიფიკატის მოქმედების ვადის მითითებით."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელითამარ იოსელიანი