დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადამიანის უფლებათა დღის“ დაწესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/02/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 8-9, 21/02/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.000.315 |
„ადამიანის უფლებათა დღის“ დაწესების შესახებ
საქართველოს პარლამენტი:
მხარს უჭერს საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს,
აღიარებს, რომ სახელმწიფოს მოვალეობა – დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები – მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა,
ხელმძღვანელობს დემოკრატიის, ჰუმანურობის, სოციალური სამართლიანობის საერთო პრინციპებით და იზიარებს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივას, და
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 50 წლისთავთან დაკავშირებით ადგენს:
1. 1998 წელი საქართველოში გამოცხადდეს ადამიანის უფლებათა წლად.
2. აღინიშნოს „ადამიანის უფლებათა დღე“ ყოველი წლის 10 დეკემბერს, როგორც სადღესასწაულო დღე.
3. 1998 წლის 10 დეკემბერი გამოცხადდეს უქმე დღედ.
4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 4 თებერვალი
№1201_ IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები